ბუდუ ზივზივაძე მხარს უჭერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს

ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ფეხბურთზე ფიქრისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების ნაცვლად უწევს ქვეყანაში მიმდინარე მვოლენებზე დააფიქსიროს საჯარო პოზიცია, თუმცა ამბობს, რომ როგორც მოქალაქე, გრძნობს პასუხისმგებლობას. “ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე […]

“გვერდით მიდგანან “იმედის” ჟურნალისტი და ოპერატორი, ჯიბეში მალავს მიკროფონს, ხოდა…” – ნიკა ქავთარაძე

სამჯერ ავკრიფე და ვერ დავპოსტე, იმდენი რამე მოხდა გმირთა მოედანზე. “იმედის” ჟურნალისტი (მააააქსიმუმ 25 წლის) და ოპერატორი (ალბათ 30 წლის) მიდგანან გვერდში. ოპერატორს ჯიბეში უდევს მიკროფონი, მალავს. ხოდა, გამვლელი მანქანებიდან არ წყდება მხარდამჭერი სიგნალები, ხელაწეულები მხარს უჭერენ მძღოლები. ქუდი მახურავს, ვერ მცნობენ. ოპერატორი ეუბნება ჟურნალისტს: – აი, ეს სიგნალები როა ახლა, ზოგი აგინებს ამათ, უეჭველი. […]

ირაკლი ქარსელაძემ EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან EIB-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, რასაც ტერეზა ჩერვინსკამ მაღალი შეფასება მისცა. ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს […]

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 11 დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ბანერები “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს, კი – ევროპას” აქვთ. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი 1-ელ მაისს მიიღო.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გმობს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება. “ვგმობ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური ადამიანის უფლებაა, რომელსაც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ”, – წერს […]

ნიკა სიმონიშვილი – უნდა განვაგრძოთ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეაწუხებს და უკან დაახევინებს

ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეაწუხებს და უკან დაახევინებს, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. ნიკა სიმონიშვილის თქმით, საზოგადოება დღეს კიდევ უფრო მეტად ხვდება, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დამაზიანებელი ქვეყნისთვის. „ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ის აქციები, რომელიც თბილისში და არა მარტო თბილისში, უკვე მთელ […]

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის […]

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 5%-ზე მეტი იქნება. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ შიდა და საგარეო პოზიტიური ფაქტორების თანხვედრით, არამედ შედეგია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, რომელთაც ვატარებთ. მთავარია ის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ […]

“არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ […]

Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშა

ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. შშს-ს საიტი რამდენიმე წუთით იყო გათიშული. ამ წუთებში კვლავ ხელმისაწვდომია.