საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი – ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი – ირაკლი ნადარეიშვილი „საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალვადიან პერიოდში 5%-ზე მეტი იქნება. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ შიდა და საგარეო პოზიტიური ფაქტორების თანხვედრით, არამედ შედეგია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, რომელთაც ვატარებთ. მთავარია ის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი […]

“ყოვლად მიუღებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას!” – თორნიკე ოქრიაშვილი

თბილისის “დინამოს” შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს “ყოვლად მიუღებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში”

“კალაძე, თბილისში გოგოებს ასე არ ესაუბრებიან, ბოდიში მოიხადე!” – სადღობელაშვილი

კალაძე რა ვერ ისწავლე? რა ვერ გახდი შეგნებით მაინც თბილისელი, ამდენი ხანია აქ ხარ! რთული გასაგებია რომ ეს თბილისია! არ ვიცი სამტრედიაში როგორაა (არა მგონია სხვაგვარად იყოს) მაგრამ აქ ქალებს და მით უფრო პატარა გოგოებს ასე არ ესაუბრებიან! ჩვენ მდედრობით სქესს პატივს ვცემთ, აქ არც ქალაქელობა და თბილისელობაა შუაში აქ ჩვეულებრივ ქართველობაზეა საუბარი, ქართველ ვაჟკაცს […]

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

საგარეო: პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, ვიზიტამდე კანონის განხილვა დროებით შეჩერებულიყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში პრემიერმინისტრი იყო მიწვეული, რაზეც მან უარი თქვა. “დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს […]

გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია – მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

მოედანზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფება, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნას ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. დემონსტრანტები სკანდირებენ – “საქართველო”, “არა რუსულ კანონს!” ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ვაჟა სირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ

ამ წუთებში აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილები, რომლებიც ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მე-11 დღეა უწყვეტ რეჟიმში აქციებს მართავენ, მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართნენ და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. ფოტო: ბაჩანა საჯაია

“დუმილი დანაშაულია – არა რუსეთს! არა ძალადობას” – ქვილითაია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია: “ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს.”

“11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია” – აქციის ორგანიზატორები

რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები მიმართეს და თქვეს: მინდა დავაანონსო ასევე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი. რომ 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველა ერთად, ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, […]

შემოქმედებით ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები “რუსული კანონის” მხარდამჭერ ბიზნესებს ბოიკოტს უცხადებენ

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხადებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ მარკეტინგული და კრეატიული სააგენტო Playmakers სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბოიკოტს Playmakers-თან ერთად თითქმის ყველა ქართული, მსხვილი შემოქმედებითი სააგენტო უერთდება. ისეთები, როგორიც არიან ADHDr, ABK, Betterfly, Enkeny Films, JWT Metro, Leavingstone, Maverik, Redberry, Socialsharks, Q&A, Quick, Watergunz, […]