დემონსტრანტებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს. ამ მომენტისთვის თამარ მეფის ქუჩიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელიც სანაპიროს უერთდება, სრულად არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ადგილზე მსვლელობით გმირთა მოედნიდან მას შემდეგ მივიდნენ, რაც დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნულისკენ აქციის მონაწილეებს მოუწოდა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.
“ხარებას ფავორიტები – სისასტიკით გამოირჩევიან, მოერიდეთ მათთან მიახლოებას” – ვის ფოტოებს აქვეყნებს გივი თარგამაძე

დაგვიანებაში არ ჩამითვალოთ, ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გავასაჯაროო. ქვემოთ მომყავს დარბევაში განსაკუთრებით აქტიური სპეცრაზმელების მონაცემები. რა აერთიანებს მათ? ისინი არიან ხარებას ფავორიტები. გარდა ამისა, ისინი ღიად პრორუსულ ოჯახებს წარმოადგენენ. ამ ოჯახების ქალბატონები ქოცებს სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, საბავშვო ბაღებში ყავთ გამწესებული ხელმძღვანელებად, თანამშრომლებად, რუსული პროპაგანდით ბავშვების მოსაწამლად. ამდენად, ძვირფასო მომიტინგეებო, ამათთან აგიტირება, მომხრობისკენ მოწოდება […]
“ეგებ ცხონებული კაშიაც აღდგეს, ვერ ვიტან გმირების კვდომას!” – ჩერგოლეიშვილი

ბუდუ გამოჩენილა და ეგებ ცხონებული კაშიაც აღდგეს ლაზარესავით. ვერ ვიტან გმირების კვდომას!!!
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი” – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიაორგანიზაციებთან. უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყის მიწებება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლებებს“ – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დღეს განცხადებით გამოეხმაურა და გამოხატა შეშფოთება საქართველოში […]
გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა, არ დააკავოთ დემონსტრანტები – საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას და აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა. ცოტა ხნით ადრე პოლიციამ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავა გზის სავალი ნაწილის გასუფთავების მიზნით. მოგვიანებით გმირთა მოედანზე წავიდა ათიათასობით ადამიანი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აწყობდნენ დემონსტრაციას. „Შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გზის […]
დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს. შეკრებილებს აღნიშნულისკენ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა. დემონსტრანტები სკანდირებენ – “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”. გმირთა მოედანზე განთავსებული ესტაკადა მომიტინგეებითაა სავსეა. აქციის მონაწილეებმა ესტაკადა ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა კონსტრუქციებით ჩახერგეს.
საია – გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა – მოვუწოდებთ პოლიციელებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს

გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა – მოვუწოდებთ პოლიციელებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში აღნიშნული, რითაც გმირთა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მათივე განცხადებით, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის დაშლა საპოლიციო ძალების მიერ, აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ხოლო ამ მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
საგარეო უწყება – პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა. “დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის […]
პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება – საგარეო უწყება

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება – საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია […]
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამი ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მათ, ასევე, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და […]