9 ნაბიჯის შესრულების მხრივ მწირი პროგრესია — EC-ის გენერალური დირექტორი

ევროკომისიის (EC) გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის კანონპროექტი მიუღებელია და ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამასთან, კოპმანის შეფასებით, ძალიან მწირი პროგრესია ევროკომისიის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების მხრივ. „სიტუაცია, რომელიც აღმოვაჩინე, როდესაც აქ ჩამოვედი, ძალიან შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ […]
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ბაიდენი გამოეხმაურა აშშ-ის კოლეჯებში მიმდინარე გამოსვლებს ღაზაში ომის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 მაისს დაიცვა პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ თქვა, რომ „უნდა სუფევდეს წესრიგი“. ამ განცხადების ფონია მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით კოლეჯების კამპუსებზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ღაზის სექტორში ომთან დაკავშირებით. „სხვაგვარად აზროვნება აუცილებელია დემოკრატიისთვის,“ თქვა ბაიდენმა. „მაგრამ სხვაგვარად აზროვნება არასოდეს უნდა იწვევდეს არეულობას“. რამდენიმე დღეა, მატულობს დაძაბულობა. დემონსტრანტები უარს ამბობენ ბანაკების დაშლაზე, კოლეჯების […]
შემოქმედებითი სააგენტოები რუსული კანონის მხარდამჭერთა ბიზნესებს ბოიკოტს უცხადებენ

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს უცხადებენ, ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. · არქი · CELFIE · Wissol · Wendy’s · Dunkin’ · Smart · Subway · ჯორჯიან მანგანეზი · მილდიანი · აიჯი დეველოპმენტი · VR ჰოლდინგი · KTW · თეთრი კვადრატი · ანაგი · ორბი “ჩვენ არ […]
ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. “16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს 11 მაისი და აქციაზე მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა. “მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, […]
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას აწყობენ

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები 9 აპრილის მემორიალთან მსვლელობას აწყობენ. მათი თქმით, მსგავსი აქცია-მსვლელობა სიმბოლურია. სტუდენტების განცხადებით, საქართველოს დღეს კვლავ უწევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საპროტესტო მსვლელობისას ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”. “ხორუმის” იმიტაციით ხელჩაკიდებულები 9 აპრილის მემორიალთან სიმბოლურად მივდივართ. ჩვენ არ დავიღლებით და ვაჩვენებთ ჩვენს ერთობას, როგორც წინაპრები აკეთებდნენ. ეს კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკარგავს”,- ამბობენ აქციის […]
გიორგი ქვილითაია – ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია – არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს

ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია – არა რუსეთს! არა ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქვილითაია Instagram-ზე წერს. გიორგი ქვილითაიას განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი და დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. “ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს […]
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 25 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად […]
„არა ძალადობას! არა რუსეთს! – გიორგი ქოჩორაშვილი

„არა ძალადობას! არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია“ – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია […]
ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა – გიორგი ჩაკვეტაძე

„უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. „მიჭირს და რთულია ვუყურო როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს […]