“ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია. მისი სამყაროც, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს. ივანიშვილი ამ დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს, მაგრამ 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა!
Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს

ჯგუფი Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს. დღეს, 2 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში გმირთა მოედანი გადაკეტეს. თავდაპირველად ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იმყოფებოდა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გათავისუფლება ძალის გამოყენებით სცადა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, რუსთაველზე დაგეგმილი მთავარი აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. „ნეტგაზეთი“ შინაგან […]
არა რუსულ კანონს ! – პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში, სადაც მთავრობის წევრებიც იმყოფებიან

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტის შემდეგ, ოპერის და ბალეტის თეატრის დარბაზში ევროკავშირის დროშა ააფრიალეს და ,,საქართველო” შესძახეს. კონცერტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. წყარო: ნეტგაზეთი
“კანონი დროზე გაიტანეთ, სანამ მოთხოვნები არ დამძიმდა, პუტინი ვერ გიშველით, თავისი გაჭირვებია” – თავდგირიძე

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ოცნება, გმირთა მოედანი მხოლოდ დასაწყისის გაგრძელებაა. ენერგია არ იხარჯება, ენერგია მხოლოდ მატულობს. თქვენ სწორხაზოვან ტვინებს ბევრი ახალი ილეთი, მოულოდნელი სვლები, ახალგაზრდული მახვილგონიერება აუცილებლად გადატვირთავს. ჯერ რას აზროვნებთ და გადატვირთული მოძველებული პროცესორებით, წარმომიდგენია რა დაგემართებათ. კანონი დროზე გაიტანეთ უკან, სანამ მოთხოვნები არ დამძიმდა. პუტინი ვერ გიშველით, თავისი […]
საია: გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა, აქციის დაშლა წარმოადგენს უკანონო ჩარევას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გზის გადაკეტვა და სხვა ფიზიკური საშუალებების გამოყენება რომელიც მიმართულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებისკენ, შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა. გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფარგლებს შესაძლოა გასცდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი […]
ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებენ

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს. ვენეციის კომისიის განცხადების თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია ატარებს ონლაინ შეხვედრების სერიას საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან, დაჩქარებული დასკვნის მომზადების კონტექსტში. მოსაზრება მზადდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე. „ვენეციის კომისიის დელეგაცია ორშაბათს, 2024 წლის 29 აპრილს შეხვდა სახალხო დამცველს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დღეს სამოქალაქო […]
აშშ-ში იმ დათქმით მიგვიწვიეს, რომ კანონის განხილვა დროებით შეჩერებულიყო – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. „გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, – აცხადებს საგარეო უწყება. საგარეო სამინისტროს განცხადებით, „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, […]
საგარეო: აშშ-მ ვიზიტამდე კანონპროექტის შეჩერება მოითხოვა, პრემიერი დათქმით მიიწვიეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე “დათქმით” მიიწვია. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-მ ქართული მხარისგან “გამჭვირვალობაზე” კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება მოითხოვა. “ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის თქმით, 11 მაისი აქციაზე ყველა ის პირი უნდა მივიდეს, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატავად არ გამოსულა. „მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ […]
Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა

Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გატეხა. “განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი (police.ge) Anonymous-ის მიერ იქნა გატეხილ,” – ნათქვამია ჰაკერული ჯგუფი Anonymous-ის განცხადებაში. პირველ მაისს ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა განაცხადა, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. „საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, […]