აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან მივიდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის უწყებასთან მივიდნენ, დღეს მომხდარი ფაქტია, როდესაც კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დემონსტრანტების თქმით, მერიასთან მისვლით კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ „ზრდილობა ისწავლოს“. ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა […]
აქციაზე Bedford Falls-ის წევრი, მიხო კალატოზიშვილი დააკავეს

ჯგუფი Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს. გმირთა მოდენაზე ასევე დააკავეს მუსიკალურ ჯგუფ “ქვემეხის” წევრი, სანდრო ქერაული. ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დააკავა. დღეს, 2 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში გმირთა მოედანი გადაკეტეს. თავდაპირველად ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იმყოფებოდა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გათავისუფლება ძალის […]
ლექსმანი: ქართველ ხალხს არ სურს რომ მათი ქვეყანა ოლიგარქმა მიიტაცოს

“ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. ქართველ ხალხს არ სურს რომ მათი ქვეყანა ოლიგარქმა და კრემლის მოკავშირეებმა მიიტაცონ. ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ,” – წერს ლექსმანი.
„ეს პრინციპულობა ამ კანონის მიმართ არადამაჯერებელია, უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე“ – ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე, ამაზე კი პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება. „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ორთოიძემ მთავრობის არგუმენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დანაკარგების საპირწონედ არ განიხილება. „ეს ის შემთხვევაა, როცა სამოქალაქო პოზიცია გვაქვს და აზრის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მაინც […]
Shell ჩინეთის ენერგეტიკულ ბაზარს ტოვებს

Shell ჩინეთის ენერგეტიკულ ბაზარს ტოვებს Shell-მა დატოვა ჩინეთის ენერგეტიკული ბაზრები, რათა ფოკუსირება მოახდინოს უფრო მომგებიან ოპერაციებზე, მათ შორის გაზისა და ნავთობის ბიზნესზე. ამის შესახებ Reuters იუწყება. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Shell-მა გადაწყვიტა გავიდეს ჩინეთის ენერგეტიკული ბაზრიდან, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ვაჭრობას და მარკეტინგს. Shell-ის ვებსაიტის მიხედვით, Shell Energy China ერთ-ერთი პირველი უცხოური კომპანია იყო, რომელიც […]
ნებისმიერი კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, უნდა იყოს უკან გაწვეული – საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები

ნებისმიერი კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, უნდა იყოს უკან გაწვეული – საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ძალების მობილიზება უნდა ხდებოდეს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და არა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შელახვისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მათი თქმით, ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, […]
აქციის მონაწილეებმა თამარ მეფის ქუჩიდან მარცხენა სანაპიროსკენ გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „აგენტების კანონს“ მიღების წინაააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება. აქციის მონაწილეები ამ ადგილას დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მოწოდების შემდეგ მსვლელობით დაიძრნენ. გმირთა მოედნის გადაკეტვა აქციის მონაწილეებმა საღამოს 6 საათიდან დაიწყეს. იქ პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა და გადაკეტილი საავტომობილო გზა გახსნა. სამართალდამცავებმა აქციის […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის არ გაიწვევენ. ასევე კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას. “პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, […]
გიორგი გახარია – ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა – 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!

ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა. “ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს. ივანიშვილი ამ დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს, 26 […]
პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს დათქმით… – ოცნების პასუხი აშშ–ის ელჩს

აშშ-ის ელჩის დღევანდელ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. ილია დარჩიაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ში პრემიერი კობახიძე მიიწვიეს იმ დათქმით, რომ პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. “დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს […]