ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშოა. მისი თქმით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის. “ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა. ლატვია გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის”, – […]

მილერი: ვგმობთ ქართული ოცნების თანამდებობის პირების ანტი-დასავლურ რიტორიკას

ჩვენ ისევ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტშია განსახილველად შეტანილი და ჩვენ ვგმობთ მთავრობის წევრთა ცრუ ნარატივებს, რომელიც ამ კანონმდებლობის დაცვას ემსახურება. ვგმობთ ქართული ოცნების თანამდებობის პირების ანტი-დასავლურ რიტორიკას, რომელმაც საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა და ეს ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს კანონპროექტი ჯერ ისევ […]

“ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ” – გიორგი ვაშაძი განცხადება

„უფრო და უფრო გავშალოთ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რაც მთავარია, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ“ აი რა კომენტარს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და მთავრობის ქმედებების შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით “რუსული კანონის” საპრეტესტო აქცია, რომელიც უკვე დღეებია გრძელდება რუსთაველიდან […]

“რუსული კანონის” საპროტესტო აქცია თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში გაგრძელდება

მოქალაქეების გადაწყვეტილებით “რუსული კანონის” საპრეტესტო აქცია, რომელიც უკვე დღეებია გრძელდება რუსთაველიდან თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა ასევე ჩაკეტეს გმირთა მოდეანი. 11 მაისს ჩანიშნულია დიდი საპროტესტო აქცია. დღევანდელი დღის სააქციო გეგმა კი ასეტი იქნება – ვაკე-საბურთალო, ვაჟა-ფშაველა, ჭავჭავაძის გამზირი და საბოლოო წერტილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.

11 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო დიდი მანიფესტაცია გავმართოთ – ცუცქირიძე

11 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია გაიმართება. მანიფესტაცია დღეს, 2 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ დააანონსა. სწორედ ცუცქირიძეა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. “მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისს, მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია, ჩაინიშნეთ კალენდრებში […] […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

აქციის მონაწილეების მოთხოვნები ცნობილია: მათი პირველი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა. შეკრებილები ასევე მოითხოვენ ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადებას მანამდე, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის არ გაიწვევენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ ასევე აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას. „პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, […]

ოცნება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ქართული ოცნების” რუსულ კანონს აფასებს და ამბობს, რომ კანონი “საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას: “რუსულმა კანონმა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის ანტიდასავლურმა რიტორიკამ “საქართველო დააყენა საეჭვო ტრაექტორიაზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას”, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო […]

არა რუსეთს, არა ძალადობას! – გიორგი აბურჯანია

ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია პროტესტს უერთდება და წერს: დაიმახსოვრებთ, მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც! არა რუსეთს, არა ძალადობას!

“ტორპედომ” კაცნაკლულ თბილისის “დინამოს” ვერ მოუგო – “იბერია 1999”-მა და “დილამ” გაიმარჯვეს

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა. ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, კომპენსირებულ დროში […]

გიორგი ვაშაძე – 150 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ამბობს უკანონო დავალებების შესრულებაზე – ივანიშვილს ვეუბნები: ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარშემო მყოფი ადამიანები

სულ 150 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ეუბნება უკანონო დავალებების შესრულებაზე – ძალიან ბევრი გამოდის უკვე კონტაქტზე, იმიტომ რომ იციან, ივანიშვილს ამ საფლავში არ უნდა ჩაჰყვნენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, ამ 150 ადამიანიდან 35 სადამსჯელო ჯგუფის წევრია და “რობოკოპს”, რომელიც უკან დაიხევს, […]