მეთიუ მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს – ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება

ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება – ენტონი ბლინკენი ძალიან ახლოდან აკვირდება ამას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადგან ის ჯერ კიდევ კანონპროექტია საპასუხო ზომებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ახლა […]
ბროკერები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის ფასი $150 000-ს მიაღწევს

კვლევითი საბროკერო კომპანია Bernstein-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ფლაგმანი კრიპტო აქტივის, BTC ფასი უახლოეს მომავალში ზრდას აღადგენს. კრიპტოვალუტის ექსპერტებმა აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტის სამიზნე ღირებულება $150,000 იქნება 2025 წლის ბოლოსთვის. ანალიტიკოსები გაუტამ ჩუგანი და მაჰიკა საპრა მიიჩნევენ, რომ ETF-Bitcoin-ის შემოდინება შენელდა. „ჩვენ არ ველით, რომ ზრდის შენელება შემაშფოთებელ ტენდენციად გადაიქცევა. გვჯერა, რომ ეს არის დროებითი ფენომენი, სანამ […]
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას – GIPA

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA-ს) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. „ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული მისიაა! “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას. ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას და დავიცვათ […]
„არცერთ ბიზნესს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანამ მომენტუმი ხელიდან არ გაუშვას“ – ბექა ბექაია

კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად მოქმედებს ყველა მოქალაქეზე და ბიზნესზე, რომელთა მიზანი ევროპული ღირებულებებით განვითარებაა. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. „როგორც მოქალაქე ვცდილობ, ჩემი აზრი გამოვხატო, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, კიდევ არის ამის საშუალება. რაც შეეხება ბიზნესს, აქაც ვხედავთ პრობლემებს. პირველ რიგში ვის მოსწონს ეს არეულობა, ნეგატიური მუხტი, ბიზნესისთვის […]
“სამწუხაროა, რომ ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო” – ბუდუ ზივზივაძის ემოციური კომენტარი

“სამწუხაროა, რომ ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო” – ბუდუ ზივზივაძის ემოციური კომენტარი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალური ქსელის საშუალებით უკვე მეორედ გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, “რუსული კანონის” საწინაანღმდეგო აქციასა და იქ განვითარებულ მოვლენებს. “ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე […]
“პარკინგა, გეგექცა?; მძ@ნერის სუნია; თქვენზე გავიგე მძიმე კომპრომატი უჭირავთ ხელში ქოცებსო” – მოქალაქეები კალაძეს

ძველი ბიჭობა ტეხავს წარმოუდგენელია, მშობლების გალანძღვა მარტო იმიტომ, რომ კითხვითი შეფასება არ მოგეწონოს მედიისაგან. და მერე აღარ დაასრულო ჟურნალისტის ლანძღვა. სწორად დასმული კითხვა და თავდასხმით არიდებული პასუხი დამშვიდდი, დღეს უფრო მეტი ვიქნებით კარგია! სახის დაკარგვის უკანასკნელ სტადიაზე ხართ, ესეიგი მალე სკამსაც დაკარგავთ მადლობა ყველა ჟურნალისტს გამძლეობისთვის, ცალკე ნერვი სჭირდება თქვენნაირ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას ხიხო გინდ მილანში […]
“ტორპედომ” კაცნაკლულ თბილისის “დინამოს” ვერ მოუგო – “იბერია 1999”-მა და “დილამ” გაიმარჯვეს [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა. ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, კომპენსირებულ დროში […]
11 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება

11 მაისს, ევროპის დღეს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური მანიფესტაცია გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. “მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ […]
ბლინკენის მრჩეველი: დღეს განვუმარტეთ პრემიერს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიით

სახელმწიფო მდივნის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებით, საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით პრემიერმინიტრს ირაკლი კობახიძეს საკუთარი შეშფოთება “განუმარტეს”. როგორც შოლე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რუსული კანონის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. “დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები […]
ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ მოვლენებს საქართველოში – პრეს-სპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჟურნალისტების კითხვაზე, აკვირდება თუ არა სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციებს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, და კანონის მსვლელობას, პრესსპიკერმა მილერმა განაცხადა: „დამერწმუნეთ, ძალიან ყურადღებით აკვირდება… იმის მიუხედავად, რომ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, მას რეგულარულად მიეწოდება განახლებული ინფორმაცია“. ჟურნალისტის კითხვაზე, […]