„გირჩი“ და „დროა“ – რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა

„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა. „ის, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება ნათლად აჩვენებს რამდენად შეშინებული და უმწეოა საქართველოს რუსული ხელისუფლება. „ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის […]

კირბი რუსულ კანონზე: ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მეორედ ინიცირებას თეთრი სახლის პრესსპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიც გამოეხმაურა. “ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით – [იმით] რაც მას აზრთა სხვადასხვაობისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის კუთხით შეუძლია”. – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოში “სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოებაა”.

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ გაიხსნა. სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. პოლიციის ამ მოთხოვნას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. მომიტინგეთა ნაწილი ახლა გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.

რა ვიცით რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის შესახებ

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. უკვე გავრცელდა ძალადობის ამსახველი რამდენიმე ვიდეომასალა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი, თვითმხილველების თქმით, ერთერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აქტივისტების თქმით, შავი ტოიოტა ქემრი ნომრით (JU188DO) ველოსიპედისტს მიზანმიმართულად დაეჯახა, მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფები დაშავებულის დასახმარებლად მივიდნენ, მოძალადეები მანქანიდან გადმოვიდნენ და აქტივისტებს სცემეს, მათ შორის, კაცს, რომელიც აქციაზე მცირეწლოვან […]

აქციის მონაწილეების თქმით, გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ

გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი თავს დაესხა. როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებს უყვებიან, რამდენიმე ადამიანი მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე დემონსტრანტს, რომლებიც აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ, თამარ მეფის ხიდზე დაესხნენ თავს. ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია „პირველს“ ეუბნება, რომ ძირს დაგდებულ ადამიანს რამდენიმე პირი ურტყამდა, მას მიეშველა და ამ დროს მასაც დაარტყეს: „თავიდან დაიწყო იმით, რომ […]

„ოცნების“ დეპუტატები სპორტსმენებს აკრიტიკებენ რუსული კანონის გაპროტესტების გამო

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, დიტო სამხარაძე და შოთა ხაბარელი აკრიტიკებენ სპორტსმენებს, რომლებმაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს მხარი დაუჭირეს. ხაბარელი მიმართავს ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც დღეს დაგმო მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. „ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, […]

გმირთა მოედანზე აქციაზე ინციდენტი მოხდა – სცემეს რამდენიმე ადამიანს

3 მაისს დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე, თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვება, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატოები“, რომლებიც ავტომობილებით შევარდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტვ პირველის” კადრებში ჩანდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახეზე სისხლი მოსდიოდა. ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილში იმყოფებოდა კაცი, რომლის თქმითაც კბილები ჩაუმსხვრიეს. ერთ-ერთი თვითმხილველის […]

მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება – დანიის საგარეო უწყება

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება. „დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან“, – წერია მოკლედ განცხადებაში, რომელიც 3 მაისს გავრცელდა პლატფორმა X-ზე. „აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს […]

კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება – ბლინკენის მრჩეველი

დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ცირკის მიმდებარედ უცნობი პირები თავს დაესხნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველები თქმით, 10-მდე თავდამსხმელი ადგილზე ავტომანქანებით მივიდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადგილი ისევ ავტომანქანებით დატოვეს.