აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ. როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ – „რატომ ხართ აქციაზე“. „ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 […]

“სუს-ის ხალხი იყო” – აქტივისტებს ცირკთან თავს დაესხნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილეს ცირკთან თავს დაესხნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. კადრებს TV პირველი ავრცელებს. “სუს-ის ხალხი იყო, ძიუდოისტები, ჯუდო ნომრებით, ტოიოტა კამრი მოვიდა, გააჩერეს, ველოსიპედიან კაცს დაარტყეს მანქანა, ვეხმარებოდით, გადმოცვივდნენ და გალახეს კაცი” – ამბობს ერთერთი აქტივისტი. ტაბულასთან საუბარში ერთერთი დაშავებული, ნუკრი კაკულია ამბობს, რომ “სავარაუდოდ, ზონდერები იყვნენ”. “ცოტა ხალხი დაინახეს და პირდაპირ […]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს უმაღლეს კომისარს თბილისის აქციების შეფასების მსგავსად შეაფასოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე მანიფესტაციები, რომელთა დაშლისას პოლიცია გაცილებით […]

გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას – ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე

გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას – ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეების მხრიდან გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის შესახებ. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ […]

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში […]

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს

თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილს უცნობი პირები თავს დაესხნენ

თამარ მეფის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილს უცნობი პირების ჯგუფი თავს დაესხა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ თავდამსხმელები მოულოდნელად გამოჩნდნენ. “სიმღერ-სიმღერით მოვდიოდით, გააჩერეს [მანქანა], გადმოვიდნენ, დაეტაკნენ ვიღაცას, გახევებული სახეებით, დაიწყეს ხალხის ცემა. გაშველებას ვცდილობდი, დამაგდეს… მეუღლე, ბავშვებთან ერთად, წივილი, კივილი…” – ამბობს მოქალაქე. ადგილზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მომხდარის გადაღებაც მოასწრო. გავრცელებული ინფორმაციით, […]

აირჩიე ან პოლიტიკა, ან სამსახურიო – სახელმწიფო შპს-ს თანამშრომელი ამბობს, რომ აქციებზე დგომის გამო გააფრთხილეს

სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დგომის გამო სამსახურში „გააფრთხილეს“, რის შემდეგაც სამსახური დატოვა. პავლე ნიავაძე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ მუშაობდა. კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. როგორც პავლე ნიავაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, მისი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი (გოგა) არევაძემ დაუძახა, უსაყვედურა საპროტესტო დემონსტრაციაზე დგომის გამო და უთხრა, რომ მისი „გაფრთხილება“ […]

ბილსტრომი: კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ევროკავშირის ამბიციებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი რუსულ კანონსა და თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შვედეთი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და ასევე გმობს მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ხერხების გამოყენებას. “ბოლო კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აიმაღლონ ე.წ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ. […]