მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება – დანიის საგარეო უწყება

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება.
„დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან“, – წერია მოკლედ განცხადებაში, რომელიც 3 მაისს გავრცელდა პლატფორმა X-ზე.
„აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ