დევიდ კამერონი – უკრაინას უფლება აქვს, გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი ფუნტის (3.74 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ მანამ, სანამ საჭირო იქნება. ამასთან, მისი თქმით, უკრაინას უფლება აქვს, ლონდონის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასარტყმელად გამოიყენოს და რომ ეს კიევის გადასაწყვეტია. “უკრაინას აქვს ამის უფლება. ისევე, როგორც რუსეთი ურტყამს უკრაინის შიგნით“, – […]

უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და ასეთი ომები ხელშეკრულებებით მთავრდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, ვერ ხედავს გზას, რომ უკრაინამ ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე მოიგოს და მიაჩნია, რომ ასეთი ომები მხოლოდ ხელშეკრულებებით შეიძლება დასრულდეს. მისი თქმით, მაშინაც კი, თუ უკრაინა შეძლებს, რუსული ჯარები თავის საზღვრებთან დააბრუნოს, რაც სულ უფრო შორეული პერსპექტივაა, ეს ომს არ დაასრულებს. სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ახლა […]

თურქეთი ისრაელთან, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის მოტივით, ვაჭრობას აჩერებს

თურქეთმა ისრაელთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერა და ამის მიზეზად მისი შეტევის გამო, ღაზის სექტორში გამწვავებული ჰუმანიტარული ტრაგედია დაასახელა. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს ყველა პროდუქტს და ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების “უწყვეტი და საკმარისი ნაკადის” გატარებას. „თურქეთი მკაცრად და გადამწყვეტად განახორციელებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის მთავრობა […]

თურქეთის თავდაცვის მინისტრი – ჩვენი S-400 სისტემების რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას

თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის ფედერაციიდან შეძენილი S-400 Triumph ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანკარამ არ მიიღო ვაშინგტონის თხოვნა მსგავსი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. „ჩვენი S-400 სისტემის რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის […]

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლტერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს. „შეშფოთებული ვარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების გამო. ათასობით ქართველი დღეების განმავლობაში აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და […]

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: დიდებულმა “ბაიერმა” “რომა” დაჯაბნა – “მარსელი” და “ატალანტა” დაზავდნენ [VIDEO]

„ბაიერმა“, რომელიც ჩინებულ სეზონს ატარებს, სტუმრად 2:0 სძლია „რომას“. ლევერკუზენული გუნდი ყველა ტურნირზე ბოლო 47 შეხვედრაში დაუმარცხებელია – 39 მოგება და 8 ფრე. „მარსელისა“ და „ატალანტას“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩები 9 მაისს ჩატარდება. დაჯაბნა – “მარსელი” და “ატალანტა” დაზავდნენ [VIDEO]” style=”height: 50px; width: 50px;” />ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: “ატალანტამ” “ლივერპული” გამოაგდო, “რომამ” მილანი” – […]

„ამდენი ხანია, გიტარებთ“ – ვინ აკრიტიკებს სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ დაგმობის გამო

მას შემდეგ, რაც მორაგბეებმა, ფეხბურთელებმა და სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა კვლავ გააკრიტიკეს „აგენტების კანონი“ და, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ოფიციალურმა პირებმა სპორტსმენების მწვავე კრიტიკა დაიწყეს. საფეხბურთო ნაკრების წევრები, მათ შორის ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, მორაგბეები, – კონსტანტინე მიქაუტაძე, ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი ანა ჩემინავა, მხოლოდ ნაწილია იმ სპორტსმენებისა, […]

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. პოლიციის ამ მოთხოვნას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეთა ნაწილი ახლა გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ, აქცია დღეისთვის დასრულებულია. დღეს კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 19:00 საათიდან ორ ლოკაციაზე – პარლამენტთან და გმირთა მოედანზე დაიწყეს. მოგვიანებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში გმირთა მოედანი და მიმდებარე ქუჩები პარალიზებული იყო.

გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა – აქცია დასრულდა

3 მაისის შუაღამის შემდეგ, დაახლოებით, 02:40 წუთზე გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოჩდნენ, ამ დროისთვის ადგილზე დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. გმირთა მოედნიდან რამდენიმე ქუჩის მიმართულებით ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერგილი ტერიტორია პოლიციელებმა გაათავისუფლეს. გმირთა მოედნის გახსნამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის […]