ნინო წილოსანი – „ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს“ კამპანიით – დაფიქრდით, რა იქნება საბოლოო შედეგი

„ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს“ კამპანიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. წილოსანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული. „ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით .. ვისაც გჯერათ, რომ […]

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ვნახეთ, რომ პოლიტიკური უმცირესობის აქცია ძალადობის ახალ დონეზე ავიდა და მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო. ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს

საქართველოს კონსტიტუციით პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა უზრუნველყოფილია ყველასთვის. ყველა უნდა ჩაეტიოს მშვიდობიან ფორმაში და ამან არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ფორმა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ, ვისაც სურს, გამოთქვას თავისი პროტესტი თუ მოსაზრება, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმა. „აქცია როდესაც არის ძალადობრივი და ხდება […]

ამერიკელ და რუს სამხედროებს ნიგერში ერთი ბაზის გამოყენება უწევთ

ამერიკელ და რუს სამხედროებს ნიგერში ერთი ბაზის გამოყენება უწევთ. CNN-თან წყაროებმა ისაუბრეს, რომ ნიამეის 101-ე საჰაერო ბაზაზე რუსები განცალკევებულ ანგარში არიან განთავსებული და მუშაობა არ უწევთ იმავე სივრცეში, რაშიც ამერიკელებს, თუმცა აღნიშნეს, რომ ტერიტორია საკმაოდ პატარაა. თავდაპირველად 101-ე ბაზაზე რუსი სამხედროების შესვლის ცნობა Reuters-მა გაავრცელა. ბაზაზე რუსი სამხედროების განთავსება აშშ-სა და ნიგერის ხუნტას შორის ერთ-ერთი […]

მთავრობა ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან “საბრძოლველად” 500 ათას ლარს გამოყოფს

მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან “საბრძოლველად” ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. 30 აპრილით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ეს თანხა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამარტივებული შესყიდვისთვის გამოეყოფა. “სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ […]

შალვა პაპუაშვილი – დონორები და საელჩოები ხელს აფარებენ „ენჯეოებს“ ნაცვლად იმისა, რომ ამ აქციების ძალადობრივი ხასიათი შეაფასონ – თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას ადგილი არ ჰქონდა

საბოლოო ჯამში, ეს აქციები არის პოლიტიკური უმცირესობის მცდელობა, ძალადობრივი გზით უკვე მერამდენეჯერ შეძლოს წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თავისი ძალაუფლების თევზის დაჭერა, მაგრამ ქართველი ხალხი ამას აკვირდება მშვიდად და ბრძნულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, […]

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამასთან, რამდენიმე წუთში შესრულდება დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე „ვაი რა კარგი საჩინოს” […]

აშშ: რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს

აშშ-ს თქმით, რუსეთი უკრაინასთან ომში ქიმიურ იარაღს “ომის საშუალებად” იყენებს, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობის მოსაპოვებლად რუსებმა ქიმიური შეიარაღება გამოიყენეს. 1 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე ძლიერი მომწამვლელი და ცრემლსადენი ნივთიერება ქლორპიკრინი გამოიყენა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღად […]

კლუბი „ხიდი“ 3-4 მაისის ღონისძიებებს აუქმებს და პროტესტს უერთდება

ღამის კლუბი “ხიდი” 3 და 4 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს და “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უერთდება. ამის შესახებ განცხადებას კლუბის Facebook-გვერდზე ვრცელდება. “ქართული ოცნება საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების განსახორციელებლად მზადაა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნას და საქართველოს პოლიტიკური კურსი რუსეთისაკენ მიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა განსაკუთრებული სისასტიკით არბევს მშვიდობიან აქციებს, დღეს […]

ექსპერტები ე.წ “აგენტების კანონზე”- სანქციები რეალურია, თუ კანონს არ გაიწვევენ

საქართველოს პარლამენტმა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა. ამ ფონზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანოპროექტი ქვეყანას არასწორ გზაზე აყენებს და ის ქართველი ხალხის ნების შესაბამისად უკან გაიწვიონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც გასულ დღეებში, ისე მიმდინარე კვირას ამ კანონპროექტს “კრემლის მიერ შთაგონებული” უწოდა. ამერიკის ელჩმა საქართველოში […]

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა. „ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი […]