კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლისგან“ ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს – La Gazzetta dello Sport

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების განსახილველად ემზადება. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ „ბარსელონა“ კვარაცხელიას გადაბირებას ვერ მოახერხებს, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი. „ნეაპოლში ამ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. ამჯერად, შესაძლოა, ამინდი არ იყოს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ნეაპოლელთა განწყობაზე – იმის გამო, რომ რაღაც დიდი მწიფდება და გულშემატკივრები ელიან დიდ ამბებს. შესაძლოა, მათ […]
გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა – როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ “ქვემეხის” წევრი სანდრო […]
მირიან მირიანაშვილი – ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა არა ერთმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას არა ერთხელ მოუწოდეს უკან გაეწვიათ კანონპროექტი „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ორგანიზებით 29 აპრილს მმართველი პარტიის მხარდამჭერების თბილისში გამართული მრავალათასიანი მიტინგი […]
30 თეთრი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება – რას პასუხობს წილოსანი აქტივისტებს

დეპუტატი, ნინო წილოსანი: “ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან.. თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დაწერეს, რომ “ქვეყნის გამყიდველებს”, წითელ პარასკევს, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავდნენ.
“ბიჭი ეგდო ძირს და რამდენიმე წიხლავდა, იმ ბიჭს ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა და მეც შემდგნენ” – რას ჰყვება აქციის მონაწილე

მშიდობიანი აქციის მონაწილე, რომელიც მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარს იხსენებს. ნიკა ბუთხუზი, რომელიც ამ დროისათის საავადმყოფოშია მოთავსებული, ამბობს, რომ აგრესიულად განწყობილმა პირებმა ის წიხლებით მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მან აქციის კიდევ ერთი სასტიკად ნაცემი მონაწილის დახმარება სცადა. მანქანამ გამიზნულად, აშკარად მიარტყა ველოსიპედისტს. ამის ნიადაგზე დაიწყო შელაპარაკება. მანქანა გატენილი იყო აშკარად სპორტსმენებით. ტანზე ეტყობოდათ და იყვნენ […]
“ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ” – კალაძის პასუხი ფეხბურთელებს

ქართველი ფეხბურთელების მოთხოვნას, კახა კალაძე პასუხობს და ამბობს, რომ ეს არაა რუსული კანონი და ამდენ ადამიანს გვეჩვენება, როგორც გამოდის. „მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი […]
მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს “ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან” საბრძოლველად

საქართველოს მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმართავს. 30 აპრილით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ კამპანიის მიზანი “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდაა”. ამასთან ერთად, განკარგულების მიხედვით, გამოცხადდება გამარტივებული შესყიდვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა […]
„თუ ასე გაგრძელდა, ქართული ბიზნესისთვის შეიძლება შავი პარასკევი დადგეს“ – კახა ხაზარაძე

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ მმართველი ძალა კანონს არ გაიწვევს და პროცესები გაგრძელდება, ქართული ბიზნესისთვის შეიძლება შავი პარასკევი დადგეს. ქვეყანაში რიტეილ სექტორში 1993 წლიდან მოქმედი ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე „რუსული კანონის“ ინიციირებით მიღებულ გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ინვესტორები საქართველოს გრძელვადიანი ინვესტირებისთვის არ განიხილავენ. […]
არა რუსულ კანონს! – ქართველი სტარტაპერების განცხადება

“არა რუსულ კანონს!” – ქართველი სტარტაპერები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა. მათი თქმით, კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის. […]
არ ვიცოდი, რომ კობახიძე ჰამასის მომხრე იყო! – კოფი პრემიერის განცხადებაზე

წერს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი X-ზე და პრემიერ კობახიძის მიერ ამერიკის კრიტიკას ეხმაურება: “ეს არის იდიოტური [იდეა] – “გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების რევოლუციის ორი მცდელობის გამო, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი…” არ ვიცოდი, რომ კობახიძე ჰამასის მომხრე იყო! “…მე არ გამომიხატავს ჩემი შეშფოთება ბატონ შოლეტთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი […]