შალვა პაპუაშვილი – ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება ქართული პოლიციის დისკრედიტაციაა

იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება, როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ ყველაფრის ფონზე, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თქმა იმის, რომ თითქოს იყო მშვიდობიანი […]

საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სებ-ი გლობალური ფინტექ ეკოსისტემის ლიდერ კომპანია Elevandi-სთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Elevandi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის სოპნენდუ მოჰანტის შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს. მხარეები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. […]

“100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეს წერილი ივანიშვილის მიერაა დაწერილი” – ხიდაშელი

პოლიტიკოსი და “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კობახიძის სკანდალური წერილის უკან ბიძინა ივანშვილის ხელწერაა. ის ბოდვა, რაც იყო ურსულა ფონდერ ლაიენის ხუნდაძის მიერ გაგზავნილ წერილში და ეს, კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილშია, გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ორივე წერილი უშუალოდ ივანიშვილის მიერაა დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა სიტყვა და რაღაცა გაყიდვების კასკადი, […]

“სირცხვილია” სასტუმრო “პარაგრაფთან” აქციას აანონსებს

შევიკრიბოთ სასტუმრო პარაგრაფის წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას! – სირცხვილია თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან დღეს აქციას აანონსებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია – სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღების პარალელურად, 18:30 საათზე გაიმართება. “თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, აზიის განვითარების […]

ახალისებთ ძალადობას – საქართველო საფრანგეთსაც ბრალდებებს უყენებს

“ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას “არაობიექტურს” უწოდებს და ძალადობის წახალისებად აფასებს. გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად […]

“ცრუ, რევოლუციის მხარდამჭერი” – წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? – კობახიძის წერილი

ყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? – რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? – შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. “ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება” – ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს. ირაკლი კობახიძე სახდეპის მაღალჩინოსნების განცხადებებს “ცრუს” უწოდებს და ამბობს, რომ ეს პოზიცია დააფიქსირა ბლინკენის […]

როგორ იმუშავებს საბაჟო უქმე დღეებში და რა ცვლილებები შეეხება ტარიფებს – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება. – ინფორმაციას ამის შესახებ […]

„არა რუსულ კანონს“ – ქართველი სტარტაპერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქართველი სტარტაპერები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: დღევანდელი მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე გადის. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის. ბოლო წლებში, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს მილიონობით აშშ დოლარი საერთაშორისო […]

ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით

ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით .. – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანის თქმით, მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული. მანვე საზოგადოებას მოუწოდა დაფიქრდნენ […]

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. „საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის […]