აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ მიდიან

სასტუმრო პარაგრაფთან შეკრებილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან. მოქალაქეებმა სასტუმროსთან, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღება იმართებოდა, შეკრება 18:30 საათზე დაიწყეს. მათი მიზანი საერთაშორისო სტუმრებამდე რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის მიტანა იყო. სასტუმრო პარაგრაფთან სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ დაკავებულმა მათ შეაგინა. სირაძემ […]

პრეზიდენტმა “ოფშორების კანონს” ვეტო დაადო – პრეზიდენტის გადაწყვეტილება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები. 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობას სასტუმრო “პარაგრაფთან” შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან. „საქართველო!”, “ჩვენი გზა ევროპაშია!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ. ისინი თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც „ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. „თავისუფლებასთან წააგებთ!“ „რუსებო, მონებო“ – ასე მიმართავენ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

„ფაზისი არასოდეს იქნება რუსული“ , „მდუმარება უმოქმედობას არ ნიშნავს“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში მდუმარე აქცია გაიმართა

„ფაზისი არასოდეს იქნება რუსული“ , „მდუმარება უმოქმედობას არ ნიშნავს“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს, მოგვიანებით კი, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. „რამდენიმე დღეა, რაც ფოთში […]

საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ

ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები პარლამენტისა და სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარე ტერიტორიებიდან თავისუფლების მოედნის გავლით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ. ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეზღდულია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მართავდნენ საპროტესტო აქციას, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში კონფერენცია იმართებოდა. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ […]

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა. ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში – ნორვეგიას, შვედეთს და ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად – […]

სასტუმრო „პარაგრაფთან“„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებული აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. „აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენ მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელებმა რომ მოუწოდეს, რომ შებრძანდითო, შეაგინა მათ“, – განაცხადა სირაძემ. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ […]

სასტუმრო „პარაგრაფთან” შეკრებილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა პუშკინის ქუჩა გადაკეტეს

სასტუმრო „პარაგრაფთან” შეკრებილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა თავისუფლების მოედანი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო „პარაგრაფის” მიმდებარე ტერიტორიას გამოეყო და პუშკინის ქუჩა გადაკეტეს. ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი და თუ საჭიროება არ იქნებოდა გზა არ გადაეკეტათ.

დავების 94% სესხის გამცემმა სუბიექტებმა მოიგეს – რას ეხებოდა მომხმარებელთა საჩივრები

მხოლოდ ერთ თვეში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 173 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში კი 319. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტში შესული საჩივრიდან 158 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, ხოლო 15 – სალომბარდე სესხებს. რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 153 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 15 – საპროცენტო შენატანებზე, ხოლო 2 – […]