ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.
ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში – შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად – თურქეთს, სერბეთს და ს შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფი გამარჯვებულები და 7
საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
nakrebi.ge