ივანიშვილს არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებსა და თავისუფალ ხალხზე – ბაჩიაშვილი

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ფულის მითვისებას ედავება, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ის იხსენებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ დასავლეთიდან მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რეფორმები და ინსტიტუტების მშენებლობა, “რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!”. “90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ […]

პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე – საპატრულოს უფროსი ვაჟა სირაძე

„რა თქმა უნდა, პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე“, – აცხადებს პოლიციის მაღალჩინოსანი ვაჟა სირაძე. 3 მაისს, 20:10 საათისთვის თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში, პოლიციის თანამშრომლებმა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. ვაჟა სირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ჟურნალისტებს უთხრა: „ერთი პიროვნება, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა, გამოეყო სხვა მონაწილეებს. პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, […]

სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინის ქალაქ კიროვოგრადზე

Reuters – ის ცნობით, კერძო სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა უკრაინის ცენტრალურ კიროვოგრადის რეგიონში 3 მაისს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ერთმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ტელეგრამის არხით ისე, რომ დამატებითი დეტალები არ გაუმხელია. რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გასულ თვეებში, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ისედაც განადგურებულ ენერგეტიკულ ქსელს […]

ზურაბიშვილი: მხოლოდ რუსული კანონი არ არის პრობლემა, პრობლემა რუსული მთავრობაა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მხოლოდ რუსული კანონი არ არის პრობლემა, პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. “მთავრობა ცდილობს, წარმოაჩინოს საქართველოს პარტნიორები რევოლუციის აგენტებად, რადგან მიაჩნია, რომ მის ჩამოგდებას ცდილობენ, მაგრამ ჩუმად არიან რუსეთზე, თითქოს, ისაა ჩვენი ახალი მეგობარი. ასე რომ, მხოლოდ რუსული კანონი არ არის […]

სლოვაკეთის არასამთავრობოები: გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ

სლოვაკეთის 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდის, სამოქალაქო გაერთიანებისა და სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებმა 3 მაისს წერილით მიმართეს საქართველოს ელჩს სლოვაკეთის რესპუბლიკაში – რევაზ ბეშიძეს. მათ გამოხატეს სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და საქართველოს ელჩს სთხოვეს მთავრობისთვის გადაეცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების საკითხის „გადახედვის“ თხოვნა: „სლოვაკეთის რესპუბლიკა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც როგორც სახელმწიფო დახმარების […]

ნატოს საინფორმაციო ცენტრი “ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად” 500 000 ლარს დახარჯავს

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაზრდის მიზნით“ საინფორმაციო კამპანიის წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებს 500 000 ლარად, გამარტივებული შესყიდვით შეიძენს. შესაბამისი ნებართვა ცენტრმა პრემიერ-მინისტრის 30 აპრილის განკარგულებით მიიღო. განკარგულების თანახმად, საუბარია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების […]

1 ადამიანი დავაკავეთ, პოლიციელს აგინებდა – სირაძე

ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის გინების გამო დააკავეს. “ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, თუ შეიძლება, შებრძანდითო, შეაგინა პოლიციის თანამშრომელს. […] პოლიციელები აცხადებენ, უშუალოდ დამკავებელი, რომ შეაგინა”. – თქვა სირაძემ ჟურნალისტები საპატრულო პოლიციის […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ მოქალაქეებს დღევანდელი დღის გეგმა გააცნეს. ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, დღევანდელი დღის რელიგიური დატვირთვიდან გამომდინარე, აქციაზე იმაზე მეტ პროვოკაციას ელიან, ვიდრე სხვა დღეებში, რადგან ხელისუფლება გუშინდელ აქციებზე „დაკავებებს არ მორიდებია”. როგორც ორგანიზატორებმა შეკრებილ აქტივისტებს მოუწოდეს, მოქალაქეებმა ყველანაირი შეურაცხყოფისგან […]

სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისთვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო […]