რამდენმილიონიან შეთანხმებას ითხოვდა ბიზნესმენი ოცნებისგან? – “მან ეს მიიღო ჩემი წასვლის შემდეგ”

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, „პალიტრანიუსთან” განაცხადა: „ყველას აინტერესებს მთავრობის განკარგულებები, რომელსაც მთავრობის სხდომა განიხილავს და რომელსაც სჭირდება მინისტრების ხელის აწევა. იციან, ეს განკარგულებები სრულად რომ გამოქვეყნდეს, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს კი არა, პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, გაორმაგდება, რადგან იქ იქნება ჩვეულებრივი კორუფცია. ერთმანეთისთვის ერთ ლარად ნაჩუქარი აქტივები. მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაც მომენტში ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ […]

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისიდან რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.

პრაღაში გაიმართა ქართველების საპროტესტო აქცია

ჩეხეთის დედაქალაქის ცენტში, ვაცლავის მოედანზე, გაიმართა საქართველოს მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. პრაღის დემონსტრაციის მონაწილეთა თანახმად, აქციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის მიღების მიმართ პროტესტს წარმოადგენდა, 150-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” “დაეხმარეთ საქართველოში დემოკრატიას!”. აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით […]

გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვებია – ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ჰოლ ჰოლი კობახიძეზე

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში, ყოფილი დიპლომატი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას აშშ-ის მიმართ და ამბობს, რომ ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს არ შეეფერება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ჩაეცვათ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან. „გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ […]

მშვიდობიანი მომიტინგეების გეგმა

ფოტო – ტვ პირველი რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ლესელიძის ქუჩაზე იმყოფებიან – ისინი მარშით დედაენის ბაღისკენ მიემართებიან. მშვიდობიანი დემონსტრანტები გეგმავენ, რომ დედაენის ბაღიდან მშრალი ხიდისკენ გადაინაცვლონ და იქ პერფორმანსი მოაწყონ. მომიტინგეების საბოლოო ლოკაცია კი რუსთაველის გამზირი იქნება, რომელიც ამ დრომდე მოქალაქეების მიერ არის გადაკეტილი.

NO TO RUSSIAN LAW – წარწერა პარლამენტთან

საქართველო რუსული კანონის წინააღმდეგ – დედაქალაქოს მთავარ გამზირზე შეკრებილი ათიათასობით მოქალაქე 20 დღეა, ხელისუფლებისგან მოითხოვს გაიწვიოს რუსული კანონი, რამდენიმე წუთის წინ, ეს მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოს კედელზეც გაჩნდა.

შსს–ს მტკიცებით, თუ ფორმიანი პირი აქციას შეუერთდება, ის გადაცმული იქნება და არა პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის […]

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გმობს რუსულ კანონს და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას – ამის შესახებ ISET-ი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება, მათთან თანამშრომლობას არ გააგრძელებენ. “ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის […]

შსს – გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, ჩაეცვათ უწყების წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა

გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი იყო ასევე, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. „გვსურს საზოგადოებას […]