აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ. მათი თქმით, დღეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეწყდება და პროტესტი აქ გაგრძელდება. მანამდე კი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ. […]

შსს აქციასთან დაკავშირებულ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით: “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებზე ინფორმაციას ავრცელებს

“გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.”– ამ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “აღსანიშნავია, რომ […]

“არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი” – მიშელი კობახიძეს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სადაც განიხილა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები. მიშელის თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვისაც სურს ევროპული მომავალი მისი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია და პლურალისტურ საზოგადოებაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს. “ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და ნამდვილი დიალოგია ახლა […]

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში” – მდინარაძემ კანონთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში” – მდინარაძემ კანონთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს: გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული, ხოლო, შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა – ევროპული. “ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ – ოღონდ […]

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება უნდა იყოს შესმენილი, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ სატელეფონო საუბრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავიმეორეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს წინ. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და […]

ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა

„საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის. „გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც იგი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ [USAID-], ითხოვდა იმ ფონდების თანხების გასაჯაროებას, რომელიც მცირე ბიზნესის […]

როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს – ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს – გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩზე

„ჩვენ პარტნიორის ელჩი გვჭირდება და არა მეფისნაცვალი – მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა გვინდა პარტნიორის ელჩი, რომელიც ქვეყნის პირველ პირთან მობრძანდება, კითხვებს სახალხოდ დასვამს და ამასთან, პრემიერ-მინისტრი სახალხოდ გასცემს პასუხს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა, დაგველაპარაკება, […]

შარლ მიშელი – პრემიერ კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები – საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქნას მიღებული. […]

ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,”პოლიტიკური ამბების” ეთერში ამბობს: ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. ეტყობა, ის რასაც გვეუბნებოდა 2012-ში, ეს, სავარაუდოდ, სრული სიმართლე არ იყო. ამის თაობაზე სპეკულაცია მიჭირს. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა ყველაფერს ახდილი აქვს ფარდა იმ ხალხისთვისაც, ვისაც ეჭვი გვიჩნდებოდა და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით. მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც აეხადა ფარდა, რომლებიც […]