ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გმობს რუსულ კანონს და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას – ამის შესახებ ISET-ი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება, მათთან თანამშრომლობას არ გააგრძელებენ.
“ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და ‘რუსულ კანონს’ და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)