“$300 მაინც მიაქვს მიწის ფასს“- რა უჯდება დეველოპერს უძრავი ქონების აშენება?

„ინნ ჯგუფის” თანადამფუძნებლის პაატა კოკაიას ინფორმაციით, უძრავი ქონების ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი მიწის ღირებულებაა. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მინიმალური ღირებულება კვ.მ-ზე 250-300$-ია. მიწის ფასის ზრდის საფუძველი კი დედაქალაქში შექმნილი დეფიციტია. „დღეს მიწის შოვნა თბილისში ძალიან რთულია, ჩვენ ვეძებთ მიწას, გვინდა რომ ვიყიდოთ და არ არის, გარეუბანშიც აღარ არის, არათუ ცენტრში. მთლიან ღირებულებაში […]
“ბოიკოტს ვუცხადებთ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს”- კინოოპერატორთა ასოციაცია

“საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი ბოიკოტს უცხადებს ბიზნესებს, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი და, ასევე, უარს აცხადებს სახელისუფლებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზეც. “საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია უერთდება კრეატიული სააგენტოების ერთობლივ განცხადებას!
“ნაციონალური მოძრაობა” ლევან ხაბეიშვილის ცემაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯას უკვე მეოთხე დღეა მოითხოვენ. „უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული“, – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ […]
„ვლადიმერ პუტინი შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლას ეცდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლას ეცდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს სამიტი იქნება პირველი რეალური შანსი, დაიწყოს სამართლიანი მშვიდობის აღდგენა. „ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ გლობალურ ძალას შეუძლია, აიძულოს რუსეთი წავიდეს მშვიდობაზე და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, […]
„ბოიკოტს ვუცხადებთ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს“- კინოოპერატორთა ასოციაცია

„საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი ბოიკოტს უცხადებს ბიზნესებს, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი და, ასევე, უარს აცხადებს სახელისუფლებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზეც. „საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია უერთდება კრეატიული სააგენტოების ერთობლივ განცხადებას! ბოიკოტს ვუცხადებთ, პირველ რიგში, ნებისმიერ ისეთ აქტივობას, რაც ხელს უწყობს სახელისუფლებო პროპაგანდას. ასევე, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ჩვენ არ […]
თინა ბოკუჩავა – სახელმწიფოს მხრიდან ლევან ხაბეიშვილი გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე – ამ სისასტიკეს ესწრებოდა გოგა მემანიშვილი და დააორგანიზა „ხარებამ“ – დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ

სახელმწიფოს მხრიდან ლევან ხაბეიშვილი გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე. ამ სისასტიკეს უშუალოდ ესწრებოდა გოგა მემანიშვილი და უშუალოდ დააორგანიზა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარებას“. ეს ადამიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ […]
რამაზ ნიკოლეიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი თუ სენატი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება დაგეგმილი პროგრამები

აშშ-ში ყველგან, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, სენატი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება ყველა ის პროგრამა, რომელიც საქართველოში დაგეგმილია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეს პირადად […]
ლევან იოსელიანი – ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა – ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა – ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება – კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ […]
“ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს”- ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელ ცეზარ ჩოჩელის შეფასებით, ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მმართველი პარტიის მიერ 29 აპრილს გამართული ე.წ. სახალხო ყრილობის კომენტირებისას განაცხადა. „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი მმართველ პარტიას მოუწოდებს, „რუსული კანონი“ ისევ უკან გაიწვიოს, როგორც – შარშან. ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ აქცია, სადაც ბიძინა ივანიშვილიც […]
მოსახლეობის IQ-ს მიხედვით, საქართველო 64-ე ადგილზეა

Worlddata-ს გამოქვეყნებული მონაცემებით, მოსახლეობის IQ-ს მიხედვით, საქართველო 64-ე ადგილზეა. კვლევაში ჩართული იყო 128 ქვეყანა. წარმოდგენილი ინტელექტის კოეფიციენტი ჩამოყალიბდა მრავალი საერთაშორისო კვლევის შედეგებით და სახელმწიფო დანახარჯების მიხედვით განათლებაზე 2000 წლიდან 2019 წლამდე. პირველ სამეულს ჰონკონგი, იაპონია და სინგაპური ინაწილებენ. ათეულში ასე მოხვდა სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ფინეთი, კანადა, ლუქსენბურგი, გერმანია და შვეიცარია. ბოლო ადგილს კი ნეპალი იკავებს.