იოსელიანი: ვნახე კადრები, სადაც ჯგუფი აქციის მონაწილეს გაუსწორდა, ეს საშიში ზღვარია

მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის […]

პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და ორგანიზაციამ არ დაგმო ეროვნულ ინსტიტუტებზე ძალადობა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, საელჩოებმა და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა “ეროვნულ ინსტიტუტებზე ძალადობა არ დაგმეს”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს “მშვიდობიანი” უწოდა. სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს. ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა […]

გაეროს მაღალჩინოსანი: ღაზის ჩრდილოეთში “სრულმასშტაბიანი შიმშილია”

გაეროს მაღალჩინოსნის თქმით, ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთ ღაზაში “სრულმასშტაბიანი შიმშილია” – ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომისა და ღაზაში საკვების შეტანაზე ისრაელის მხრიდან დაწესებული მძიმე შეზღუდვების პირობებში. გაეროს საკვების პროგრამის დირექტორი, სინდი მაკკეინი ამ სიტყვებით გახდა ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო ოფიციალური პირი, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთში მომწყვდეული სამოქალაქო პირები უკვე სრული მასშტაბის შიმშილის პირობებში […]

ომბუდსმენი – მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული

მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! „მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ […]

პაატა კვიჟინაძე – ამერიკისთვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია – იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე

უპირველესია ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება. ამისათვის, მათ სჭირდებათ არა ეროვნული, არამედ უპირობო შემსრულებელი მთავრობა, როგორიც ზელენსკი, სანდუ ან სააკაშვილი იყო. იციან, რომ ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს. […]

„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 3%-მდე გაზარდონ“ – The Times

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. ჟურნალის წყაროს ცნობით, თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ტრამპს ახალი მიზანი აქვს, რაზეც გავლენა აპრილში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრამ მოახდინა. „ტრამპი ფიქრობს ხარჯების 3%-მდე გაზრდას, რაც არ ითვალისწინებს თანხებს უკრაინისთვის,“ – […]

„არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ – საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი სოციალურ ქსელში

სახალხო დამცველი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს […]

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელჩებს: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, საქართველოში რთული სიტუაციაა

4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს უთხრა, რომ საქართველოში კრიტიკული ეტაპი დგება და მათი მთავრობების მხარდაჭერაა საჭირო. „ვფიქრობ, რომ ეტაპი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან კრიტიკული იქნება – რადგან იქნება [„აგენტების კანონის“ […]

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლიგადმოვიდა. იესო ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, გამოიტანა. ეს უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს აღესრულება. მის სანახავად და იესო ქრისტეს საფლავის მოსალოცად იერუსალიმში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან მომლოცველები. ცნობისთვის, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და […]

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს ხვდე­ბა. შეხ­ვედ­რა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში იმარ­თე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა ელ­ჩებს სი­ტყვით მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტზე ისა­უბ­რა. მან ხაზი გა­უს­ვა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას. პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა მე­დი­ის­თვის და­ი­ხუ­რა.