კვარაცხელია ვარჯიშზე დაშავდა – ქართველი “უდინეზესთან” საეჭვოა

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიამ გუშინ, 3 მაისს, ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო და მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში დაზიანება აქვს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა “კვარა” ორშაბათს, “უდინეზეს” წინააღმდეგ თამაშს. შეგახსენებთ, მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

ბუდუს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს – მან მეთერთმეტე გაიტანა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა. მან 52-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და 86-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ზივზივაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლია. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.9, Sofascore 7.7, Whoscored […]

რამაზ ნიკოლაიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი თუ სენატი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება დაგეგმილი პროგრამები

აშშ-ში ყველგან, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, სენატი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება ყველა ის პროგრამა, რომელიც საქართველოში დაგეგმილია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეს პირადად […]

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.

დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით

დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით “ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს […]

ნაცების დროს სად იყავით?! – მოქალაქეების ახალი კამპანია პროპაგანდას დასცინის

ნაცების დროს სად იყავი?! – მეორე დღეა სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების კამპანია მიმდინარეობს. სახელისუფლებო პროპაგანდის პასუხად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობა ენმ-ს მმართველობის დროს არასრულწლოვანი იყო, 2012 წლამდე გადაღებულ პირად ფოტოებს ავრცელებენ. შეიქმნა არაერთი პოლიტიკური მიმიც. კამპანიის ავტორი მოქალაქე მარიამ ჯიქიაა, რომელმაც Facebook-ზე თავისი შექმნილი ე.წ. ფრეიმი გააზიარა. “ეს იდეა ჩემთვის ძალიან კომიკური […]

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.

მარია ზახაროვა – ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ამჟამად, ცივი ომის შემდეგ ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნები Steadfast Defender (მტკიცე მცველი) რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად […]

თბილისის მერის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს

თბილისი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების წლევანდელი თემაა “ხიდი მომავლისკენ”. თბილისის მერიის ცნობით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სახელწოდებით, „მწვანე ქალაქი: ურბანული ლანდშაფტების გარდაქმნა მდგრადი ხვალინდელი დღისთვის”. ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მიმართვისას ანდრია ბასილაიამ სადისკუსიო თემის მიმართულებით თბილისში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებას გააცნო. „პირველ […]

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია

საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას ისახავს. „მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება […]