უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 5 მაისს, აღდგომის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან, 23 განადგურებულია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსული შაჰედის ტიპის დრონები ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. ქალაქ დნეპრში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დრონების იერიშის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი […]

ფაბერჟეს ყველაზე ძვირადღირებული კვერცხი $24 მლნ-ადაა შეფასებული

ფაბერჟეს კვერცხების სერია კარლ ფაბერჟემ 1885-1917 წლებში შექმნა. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთაგან 54 რუსეთის იმპერატორის ოჯახს უკავშირდება. დღეისათვის, თითოეული მათგანი ანტიკვარად ითვლება და მათი ღირებულება მილიონებს ითვლის. კვერცხები ძვირფასი ლითონისგან ან მყარი ქვებისგანაა დამზადებული, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტებია დატანილი. ტერმინი „ფაბერჟეს კვერცხი“ დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები […]

ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ – გერმანიის ელჩი საქართველოში

ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი საქართველოში წერს და ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „ბედნიერი აღდგომა ყველას, ვისაც დღეს აღნიშნავს. ქრისტე აღდგა. მისი გზა მშვიდობის, სიმართლისა და არაძალადობის გზა იყო. დაე, ჩვენი გზაც ასეთი იყოს. ქრისტე აღდგა! ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ!”, წერს X-ზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ […]

საქართველოში მცხოვრები პროტესტანტები, ბაპტისტები, მოლოკნები, სახარების რწმენის ეკლესია და „ხსნის არმია“ ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ

საქართველოს ბაპტისტური თემი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია“ და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მათ ქრისტეს აღდგომას და მათთან ერთად იზიარებს აღდგომის სიხარულს.ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს უფლის ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს უფლის ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. “აღდგომა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასა და მრევლს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, მშვიდობა […]

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა

დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში უდიდესი სიხარული სუფევს – მართლმადიდებლები უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა საზელმწიფო სააგენტოს ცნობით, საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა. “საზეიმო წირვას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა […]

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების […]

კოსტაკურტა: ჩალჰანოღლუ როდრის შემდეგ ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში “ინტერის” ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა. კოსტაკურტას თქმით, თურქი ნახევარმცველი როდრის შემდეგ ევროპაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა. “ჩალჰანოღლუ “ინტერში” შესანიშნავად ათამაშდა, მისი კარიერა რაღაცით ედგარ დავიდსისას მახსენებს, რომელიც “მილანიდან” “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა. თუ არ ჩავთვლით როდრის, ჰაკანი ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია”, – განაცხადა კოსტაკურტამ. […]

ჯანდაცვის სისტემის ხარისხით რეგიონში საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს – Numbeo

Numbeo-ს ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხით ყველაზე მაღალი (86 ქულა) ტაივანშია, მას მოსდევს სამხრეთ კორეა (82.7 ქულა) და იაპონია (79.3 ქულა). ამ რეიტინგში საქართველოს 54.5 ქულა აქვს და 79-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 75-ზეა უკრაინა (55.4 ქულა), 55-ზე – რუსეთი 60.9 ქულით, 89-ზე – აზერბაიჯანი 47.7 ქულით, მე-60-ზე – ყაზახეთი 60.1 […]