„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართულ საბანკო სისტემაში კონცენტრაციაა“ – გიორგი ბაქრაძე

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ამჟამად ქართულ საბანკო სისტემაში გვაქვს, კონცენტრაციაა“, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა მრჩევლის გიორგი ბაქრაძემ განაცხადა. „საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში TOP-2 ბანკის ბაზრის წილის მიხედვით, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ყველა დანარჩენი ბანკისთვის და ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაც”, – ამბობს გიორგი ბაქრაძე. მისივე შეფასებით, საბანკო სისტემაში მაღალი კონცენტრაცია მოცემულობაა […]
აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: “ენა, მამული, სარწმუნოება”. მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
დღეს აღდგომაა

დღეს აღდგომაა მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის […]
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციონერი თბილისის პროტესტებს მხარს უჭერს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციონერი ლაშა ზუხბა თბილისის პროტესტებს მხარს უჭერს. “ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით, ვუცხადებ სოლიდარობას თბილისელებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ. გვახსოვს თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერა პიცუნდის შეთანხმების საკითხზე, ხოლო უცხოეთის აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტი წინ გველის. ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროტესტი უშედეგო არ იქნება და კანონი არ […]
ლუდის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მე-100 ადგილზეა – AAWE

მსოფლიოში ლუდის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მე-100 ადგილზეა 1,125 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის Facebook-გვერდზე ვრცელდება. აღნიშნული მონაცემები BarthHaas Report-ის 2022-2023 წლის მონაცემებზე ეყრდნობა. AAWE-ს რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი ლუდის მწარმოებელი ქვეყანა 2022-2023 წლებში ჩინეთი იყო და მან 360.405 ათასი ჰექტოლიტრი ლუდი […]
როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი 8 მაისამდე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. „მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსხვავებით წვიმიანი იქნება!უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს, ამიტომაც -ხვალ, 5 მაისს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ტემპერატურა ყველგან (დაბლობსა და ბარში) იქნება +18, +20 […]
როგორ იმუშავებს მეტრო და ავტობუსები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის ღამის 11 საათიდან 5 მაისის დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, […]
გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! – ილია მეორე

უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. „ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა […]
“ხავი, გთხოვთ, დარჩი” – ასე დასცინეს “ჟირონას” ფანებმა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს [VIDEO]

გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში “ჟირონამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. “ბლაუგრანას” დამარცხებით კი “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, “ჟირონას” ფანები “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, ხავის უმღეროდნენ. “ხავი, გთხოვთ, დარჩი”. შეგახსენებთ, იანვრის თვეში ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა, თუმცა აპრილში საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კატალონიური კლუბის დატოვება გადაიფიქრა.
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის (29 აპრილი – 5 მაისი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.