როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისში – უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°. სოხუმი – უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +13 °. გაგრა- – უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის […]

5-6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5-6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი”, „დელისი”, „სარაჯიშვილი”, „ვარკეთილი”, ასევე, „დიდუბის” ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის […]

„შეიძლება, ჯერ არ გვაქვს ჯანდაცვის, განათლების ევროპული სისტემები, მაგრამ ფასეულობებით უკვე ვართ ევროპა” – იაგოს ბიტარიშვილი

„შეიძლება, ჯერ არ გვაქვს ჯანდაცვის, განათლების ევროპული სისტემები, მაგრამ ფასეულობებით უკვე ვართ ევროპა”, ამის შესახებ კომპანია „იაგოს ღვინის” დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა BMGDrive-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მცირე მარნების პრობლემებს, ევროპის მიერ გავრცელებული დასავლური ღირებულებები ჭრის. „ქართული მარნებისთვის, რომლებიც ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, ყველაზე დიდი პრობლემა თანხის ამოღებაა. მხოლოდ რამდენიმე ადგილია, სადაც ეს პრობლემა […]

ხავი: “ჟირონას” გამარჯვებას, “რეალს” კი გაჩემპიონებას ვულოცავ

გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში “ჟირონამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. “ბლაუგრანას” დამარცხებით კი “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა. მატჩის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მინდა მადრიდის “რეალს” ჩემპიონობა მივულოცო, ფაქტია, მათ ჩვენზე მეტი ქულის მოპოვება მოახერხეს. ასევე ვულოცავ “ჟირონას”, მათ ძალიან კარგად ითამაშეს”, – განაცხადა ხავიმ მარცხის შემდეგ.

„უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“ – სააღდგომო ეპისტოლე

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება,“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამია. პატრიარქის ეპისტოლეში ასევე ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. პატრიარქი მოუწოდებს […]

დღეს საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს. სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი. სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. […]

“ის საუკეთესო მწვრთნელია და “ნაპოლი” უნდა ჩაიბაროს” – კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში “მილანის” მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, პიოლი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელია და თუ დე ლაურენტისი არჩევანს მასზე გააკეთებს, “პარტენოპეი” უამრავ პრობლემას გადაჭრის. “პიოლი ნამდვილი მწვრთნელია, ის არ ჰგავს სპეციალისტებს, რომლებიც უბრალოდ კამერების წინ პოზირებენ. გარდა ამისა, სტეფანოს ფეხბურთელებთან კომუნიკაციის უნარი აქვს, ასევე […]

სააღდგომო ეპისტოლე – სრული ვერსია

საპატრიარქო კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25). აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი […]

ბოლონი მიქაუტაძის გაძევებაზე: ვიღაცა ბრმაა, თავს დაჩაგრულად ვგრძნობთ

“რენთან” მატჩში “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ფრანგულ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ ქართველთან შეჯახება აშკარად გააფორმა და შედეგსაც მიაღწია, რადგან ფიფას მსაჯმა რუდი ბუკემ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. “მეცის” მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ნამატჩევს აღშფოთება ვერ დამალა: “არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა. პენალტი დასანიშნი არ […]

გრიგოლ გეგელია – უჩვეულო შეკრებაა, ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ – ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევდი სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა, ამაზე არაფერი თქვან

უჩვეულო შეკრებაა. ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ – მათ ვურჩევდი ტვინის ბოლო ნაკუჭები, რაც დარჩათ, სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა არაფერი თქვან, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ პარლამენტთან განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი საზოგადოების შეკრება როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ელემენტებითაა განპირობებული. გეგელია მმართველ […]