ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დღეს დილით, პრეზიდენტ პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირებია. ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსაღწევად ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ვდგამთ“, – წერს ვიქტორ ორბანი. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა […]
გვჯერა, საქართველოს მომავალი ევროპაშია – Rankers

მარკეტინგული სააგენტო “რანკერსი” (Rankers) აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. “რანკერსი” უსასყიდლო მარკეტინგულ მხარდაჭერას სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში განაგრძობენ საქმიანობას და ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი როლი საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაში. “რანკერსი ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად. მარკეტინგული სააგენტო რანკერსი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, თავისუფლების, განვითარების და სტაბილურობის პრინციპებს. გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, და სწორედ ამ მიზნისკენ […]
„როცა ამდენი ძალადობა ხდება, არ არის ის დრო, ბაზრობაზე დავდგეთ და პროდუქცია გავყიდოთ“- ბიზნესის ნაწილი საშობაო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

„როცა ამდენი ძალადობა ხდება, არ არის ის დრო, ბაზრობაზე დავდგეთ და პროდუქცია გავყიდოთ“- ბიზნესის ნაწილი საშობაო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარს ამბობს Facebook-ჯგუფ ,,დაიტოვეში” გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და აქციების ფონზე, მეწარმეთა ნაწილი უარს აცხადებს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე. სია მზარდია და მას მეწარმეები ჯერ კიდევ ემატებიან. „კომერსანტი“ შეეცადა რამდენიმე მათგანს გასაუბრებოდა. მიზეზები და პასუხები მეტწილად […]
სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან – მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ისე არიან მომსახურების ზონიდან გასული, ეს შეიძლება, მართლა გააკეთონ, თუმცა ცივილიზებულ […]
ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ბავშვები

ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ექიმები. საავადმყოფო კამალ-ადვანის თანახმად, დევნილების საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვამები მან მიიღო. ბეიტ-ლახიაში მდებარე ამ საავადმყოფოს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი – ოთხი ბავშვი, მათი მშობლები, ასევე ბაბუა და ბებია. ისრაელის არმიას, რომელიც ოქტომბრის მერე აწარმოებს ოპერაციას ღაზის ჩრდილოეთში, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ნუსეირატში – […]
“რუს მილიარდერს, დუროვს, ეგონა ფრანგული პასპორტი სიკეთეს მოუტანდა და იგი მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა” – გოცირიძე

მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და გააფრთხილა. ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. თუ მას ეგონა, რომ ეს მითვის პრივლეგია იყო, ახლა პასუხისმგებლობად შემოუბრუნდა. რუს მილიარდერს, ტელეგრამის მესაკუთრეს, დუროვს, ეგონა რომ ფრანგული პასპორტი მას სიკეთეს მოუტანდა, სინამდვილეში იგი მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა. რამდენიმე დღე აყურყუტეს იზოლატორში, ახლა კი შინაპატიმრობაში იმყოფება და ვერ დატოვებს საფრანგეთს გამოძიების დამთავრებამდე ( […]
“კობახიძე რომ ‘პრემიერია,’ ეგ მაკრონმა ეტყობა არ იცის” – სამადაშვილი

ივანიშვილს ბოლო შანსს მისცემენ, მშვიდობიანად წასვლის. მაკრონი იქნება მასთან შუამავალი. თავს უშველის, ბევრი აქვს დასაკარგი. აი, ის ხალხი რას აპირებს, ვინც ფრანგულ რივიერაზე ვერ გავა პენსიაზე, სამშობლოს ღალატისგან დაღლილი, ეგ არ ვიცი. და კობახიძე რომ ‘პრემიერია,’ ეგ მაკრონმა ეტყობა არ იცის.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს და ოთხ სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ლევან ყოლბაიამ განიხილა. მოსამართლის თქმით, განჩინება 48 საათში შესაძლოა გასაჩივრდეს. დაცვის მხარის ადვოკატი დავით ჯაფარიძე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის 1000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა. თავის მხრივ, პროკურორი პაატა ცეცხლაძე დაკავებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს დანაშაულის ხელახლა […]
როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია
როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება. როგორც ნიკოლეიშვილი […]