გერმანიაში 10 ათასი უპილოტო ავტობუსის ამოქმედებას გეგმავენ

გერმანია 10 ათასი უპილოტო საქალაქო ავტობუსის გაშვებას გეგმავს – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საავტომობილო გზების ფედერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა. ავტობუსები მგზავრების გადაყვანას სავარაუდოდ 2027 წლიდან დაიწყებენ. პირველი ქალაქი, რომელიც მიიღებს ამის ნებართვას, იქნება ჰამბურგი. გარდა ამისა, ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ მომავალში ქვეყნის მასშტაბით უპილოტო სატვირთო მანქანებიც იმოძრავებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები – ხელისუფლება აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს – მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა კონსტიტუციის დარღვევაა

ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს – მათ მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ. როგორც ისინი განმარტავენ, მათ მოქალაქეები ცხელ ხაზზე მუდმივად „ატყობინებენ, […]
“ოთხოვდნენ, გვეთქვა ხარება მაგარი კაცია” – სასტიკად ნაცემი მოქალაქის ისტორია

პროევროპულ აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მიხეილ მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გდდ-ის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” ქებას აიძულებდნენ. მე პირადად მისწორდებოდა განსაკუთრებული დეპარტამენტი, ერთ-ერთი მათგანი გამოეყო და უთხრა, რომ ხალხი გვხედავდა და ჩანდა ეს ყველაფერი, ამის შემდეგ, ცემა ცოტა ხანი შეჩერდა. ძალადობა გაგრძელდა უკვე სადამსჯელო ფურგონში. იყო […]
აფხაზეთში ვერ შეძლეს ინტერნეტის გამორთვა მაინინგთან საბრძოლველად – TASS

რუსულ სამთავრობო გამოცემა TASS-თან აფხაზეთის კომუნიკაციების, მასობრივი კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების კომიტეტში განუცხადეს, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორები არ არიან მზად, მაინინგთან საბრძოლველად გამორთონ ინტერნეტი, რადგან ისინი დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიან, მათ შორის იმის გამო, რომ მოსახლეობა კომუნიკაციებზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას მოითხოვს. ამიტომ, დე ფაქტო რესპუბლიკური შტაბის გადაწყვეტილებით, სამშაბათს ღამით ინტერნეტის გამორთვა ვერ მოხერხდა ენერგეტიკის სექტორში არსებულ […]
ნოემბერში დანიშნულმა მერიის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, მარიამ კვერნაძემ დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობა დატოვა. ის თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას” ასახელებს და აღნიშნავს, რომ “ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან”. “მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. […]
მაკრონმა ივანიშვილთან საუბარში მოითხოვა დაკავებულთა გათავისუფლება და განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან გადაუხვია – მაკრონის პრესსამსახური

საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელთან დაკავშირებითაც ელისეს სასახლეს პრესსამსახური პრესრელიზს ავრცელებს. პრესრელიზის მიხედვით, მაკრონმა დაგმო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, ამასთან მაკრონმა ხაზი გაუსვა აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობას. „პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა თავისი სინანული იმასთან დაკავშირებით, […]
რუმინეთში პროევროპული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ – „გარდიანი“

რუმინეთში პროევროპული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. როგორც „გარდიანი“ წერს, რუმინეთში პირველ დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. მათ კოალიცია შეკრეს ცენტრისტ-მემარჯვენე ლიბერალებთან, ოპოზიციურ ცენტრისტულ „რუმინეთის გადარჩენის კავშირთან“ და ეთნიკური უნგრელების პარტიასთან. კოალიციის წევრი პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ კანდიდატს წარადგენენ. ამასთან, მედიის ცნობით, ხმების 30 პროცენტი მიიღო […]
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის წინ დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის წინ დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა. ამის შესახებ მარიამ კვერნაძე თავად წერს სოციალურ ქსელში და პირადი მიზეზები მოჰყავს. “მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი […]
კომპანიები, რომლებმაც “ოცნების” გადაწყვეტილების გამო საშობაო ღონისძიებები გააუქმეს – სრული სია

მასალა განახლებადია „ქართველი ოცნების“ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას – 2028 წლამდე შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, პროტესტი მოჰყვა საზოგადოებაში, ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებშიც. კომპანიების და მათი მფლობელების მხრიდან საჯარო გამოხატული პოზიციის შემდეგ, ახლა კომპანიები უარს აცხადებენ საშობაო სოფლის გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობაზე, ან აუქმებენ საკუთარ დაგეგმილ ღონისძიებებს. bm.ge გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს:
მაკრონმა ივანიშვილს მოსთხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება – ელისეს სასახლე

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და დაგმო სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ: “თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე […]