კომპანიები, რომლებიც პროტესტის გამო საშობაო ბაზრობაში მონაწილეობას არ მიიღებენ

სახალხო პროტესტის ფარგლებში რამდენიმე კომპანია საშობაო ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში ვრცელდება. კომპანიების სია: Drakkar დრაკარი; მანსარდი; Winess • ვაინესი; ნარი კერამიკის სტუდია – Nari Ceramic Studio; Red • წითელი; Buera • ბუერა; Comfortable.ge; არადაკი • Aradaki; ზიზილა Zizila; Dedeco; Siba’s Art. ასევე, ჯგუფ დაიტოვეშიც გავრცელდა სია, რომლის მიხედვითაც, […]

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უნივერსიტეტის დეკანი და სტუდენტები 9 დეკემბერს დააკავეს. ისინი საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. უწყების მტკიცებით, 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და ოთხი სტუდენტის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სხდომათა დარბაზში ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. თავის მხრივ, დაკავებულთა ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება გეგმავს. მისი თქმით, მოსამართლე ლევან ყოლბაიას აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. დავით ჯაფარიძის მტკიცებით, ლევან ყოლბაიას […]

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიის წევრთა ასარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა. „საბუთების მიღება 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. […]

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროექტი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, ახლებურად დარეგულირდება მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში კვოტირების საკითხი. „კერძოდ, კანონის მიღების შემდეგ, დელეგაციებისა და […]

გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, გაუძელით წნეხს რეჟიმის მხრიდან – თქვენს ერთიანობაზე და ერთსულოვნებაზე გადის ამ რეჟიმის საბოლოო ჩამორღვევა

მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, გაუძელით ამ წნეხს რეჟიმის მხრიდან, დადექით ერთად. თქვენს ერთიანობაზე და ერთსულოვნებაზე გადის ამ რეჟიმის საბოლოო ჩამორღვევა – მერწმუნეთ, გამარჯვება არის ჩვენს მხარეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან საჯარო მოხელეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „რეჟიმი დღითიდღე სუსტდება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას“. […]

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა. ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯგუფი მნიშნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა ელექტროენერგეტიკული ბაზრების […]

“ფრანგებმა ეს არ ჭამეს და დააქაქეს…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მოკლედ, ბიძინამ იმის იმედით, რომ ფრანგული მხარე არაოფიციალურ საუბარზე კომენტარს არ გააკეთებდა, ამაყად გამოფინა საუბრის თავისი ვერსია, რომ სისტემაში “ურთიერთობის დალაგების” მორიგი ყალბი მოლოდინი შეექმნა… ფრანგებმა ეს არ ჭამეს და დააქაქეს… მოკლედ, აღარ ჭრის ეს ტრიუკები რა…

ასადი გაქცევაში რუსეთმა დაარწმუნა და მისი გამგზავრება უზრუნველყო -“ბლუმბერგი”

რუსეთმა დაარწმუნა ბაშარ ასადი გაქცეულიყო სირიიდან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მის რეჟიმს აღარ შეეძლო შეეჩერებინა ოპოზიციის შეიარაღებული ძალების იერიში. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო “ბლუმბერგი” წერს. სტატიაში ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ასადი დათანხმდა ნებაყოფლობით დაეტოვებინა სირია, მისი გაქცევა რუსეთის სპეცსამსახურმა მოაწყო. ეს მოხდა 8 დეკემბრის ღამით, როდესაც ასადის მოწინააღმდეგეთა ჯგუფებმა დამასკი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია – „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა […]