რუსეთის მარიონეტები უნდა დასანქცირდნენ – კრამერისა და კელის სტატია

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გამოცემა The Hill-ში სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ივანიშვილსა და რუსულ რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ და დასავლეთს მოუწოდებენ, ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები მყისიერად დააწესონ. “აშშ-მ და ევროკავშირმა მყისიერად სანქციები უნდა დააწესონ მათზე, ვინც საქართველოს დემოკრატიულ დასავლეთში შესვლის მსურველთა წინააღმდეგ მუქარებსა და ძალადობას იყენებს. მათ ოლიგარქ […]

2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია Qantas-ია – რეიტინგი

AirlineRatings.com-ის მიხედვით, Qantas 2023 წლის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად დასახელდა, 2022 წელს ის ამ რეიტინგში მეორე ადგილზე იყო. პორტალი ავსტრალიურ ავიაკომპანიას, 100 წლიანი ოპერირების განმავლობაში ყველაზე გამოცდილ ბიზნესად ასახელებს. 2022 წელს 32,2 მილიონ ფრენაზე დაფიქსირდა ხუთი ფატალური ავარია. 2022 წელს დაფიქსირდა 39 ინციდენტი, 2021 წელს 29, მაგრამ მაინც ნაკლებია, ვიდრე უბედური შემთხვევების ის საშუალო მაჩვენებელი […]

სულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება – დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს

“ნაპოლი” სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას დაემშვიდობება. იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გუნდის ჩაბარება ანტონიო კონტესთვის სურდა, თუმცა დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. La Repubblica-ს ცნობით, კინოპროდიუსერი “მილანის” მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის გაესაუბრა და შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. მოგეხსენებათ, “როსონერი” პიოლის გათავისუფლების ამბავს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს. […]

საქართველოში ქოქოსის იმპორტი 23%-ით გაიზარდა – რომელია ქოქოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები

FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, Seasia Stats-ი მსოფლიოში ქოქოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების ათეულს აქვეყნებს. სიის სათავეში ინდონეზიაა. ამ ქვეყანამ 2022-ში 17.2 მლნ ტონა ქოქოსი აწარმოვა, მეორეზეა ფილიპინები, 15 მლნ ტონა ქოქოსის წარმოებით და მესამეზე – ინდოეთი 13.3 მლნ ტონა ქოქოსით. ათეულშია ბრაზილია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, პაპუა-ახალი გვინეა, ბირმა, მექსიკა და ტაილანდი. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქოქოსის […]

ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია პოლიციამ დაშალა და 25 სტუდენტი დააკავა – Reuters

ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დემონსტრანტებს უნივერსიტეტის კამპუსში კარვები ჰქონდათ გაშლილი და ღაზის სექტორში ომის შეჩერებას ითხოვდნენ. Reuters წერს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ შეკრებილები წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენის გაზის მეშვეობით დაშალა.

„შეიძლება, დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ, მაგრამ…“ – ცეზარ ჩოჩელის რჩევები ბიზნესმენს

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადების გავრცელება ზოგიერთი ბიზნესმენისგან ძალიან გაუკვირდა, ზოგიერთისგან კი – არა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და თან ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში საქართველოში პოლიტიკის და ბიზნესის გამიჯვნა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. – ყველა დროში ასეა … რამდენიმე ბიზნესმენისგან სერიოზულად გამიკვირდა … უბრალოდ, […]

5-6 მაისს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსის დამატებითი მარშრუტები მოქმედებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, 5-6 მაისს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტია დანიშნული, რომლებიც მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან. ავტობუსები 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები გადიან მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის […]

ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების ცხოვრების დონე მალე სამხრეთისას გაუტოლდება – Bloomberg

საბჭოთა სოციალისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნები, რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეუერთდნენ ევროკავშირს, უახლოეს წლებში ცხოვრების სტანდარტებით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებს გადაუსწრებენ, – ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა – სლოვენია, პოლონეთი და ლიეტუვა – 2029 წლისთვის დაეწევიან ან თითქმის გადაუსწრებენ ევროკავშირის სამხრეთის ქვეყნებს, მაგალითად, იტალიის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. 2004 წელს ბლოკში შესვლის […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების მასპინძლობა საქართველოში, თბილისში. […]

პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ჩვენთვის დიდი პატივია აზიის […]