ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს – გილოცავთ! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!აღდგომა ჩვენი სარწმუნოების თავიდათავია. ქრისტეს […]

გუშინ აღდგომა ღამეც არა მხიარულ, საზეიმო, არამედ დამცინავ პერფორმანსში გადაიყვანეს “შინევროპელმა” ბავშვებმა, დარწმუნებული ვარ, არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ გამოცდილი “ქოუჩების” შთაგონებით

გუშინ აღდგომა ღამეც არა მხიარულ, საზეიმო, არამედ დამცინავ პერფორმანსში გადაიყვანეს “შინევროპელმა” ბავშვებმა, დარწმუნებული ვარ, არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ გამოცდილი “ქოუჩების” შთაგონებით “გუშინ აღდგომა ღამეც არა მხიარულ, საზეიმო, არამედ დამცინავ პერფორმანსში გადაიყვანეს “შინევროპელმა” ბავშვებმა. დარწმუნებული ვარ, არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ გამოცდილი “ქოუჩების” შთაგონებით,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქაშვეთის ტაძართან შეკრებილი აქციის მონაწილეების შესახებ. […]

„ქრისტე აღდგა! ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება“ – კახა კალაძე ქართველებს აღდგომას ულოცავს

თბილისის მეირ კახა კალაძე საქართველოსა და ქართველებს აღდგომას ულოცავს. „ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიცოცხლის გამარჯვების, განახლების, სიხარულის და იმედის დღეს! ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება, მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში! ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ!“ – წერს ის სოციალურ ქსელში.

საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში – “ატლანტა იუნაიტედი” “მინესოტასთან” დამარცხდა [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში “ატლანტა იუნაიტედი” შინ “მინესოტასთან 1:2 დამარცხდა. მატჩის მე-80 წუთზე საბა ლობჟანიძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში “ატლანტამ” ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრო. ლობჟანიძის გუნდი 10 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. საბამ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

გმირთა მოედანზე დაკავებული სამი დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 მაისს, საღამოს, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი – ირაკლი მილაძე, გივი თუთარიშვილი და გიორგი შუკაკიძე – გაათავისუფლეს. ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გმირთა მოედანზე დააკავეს მაშინ, როდესაც „კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატავდნენ თავის სურვილებს, რომ გადაკეტილიყო ტრანსპორტის მოძრაობა. აქ მთავარი ის არის, რომ […]

რეგიონული მშრალი პორტი თბილისში 2024 წლის შემოდგომაზე გაიხსნება – EastFruit

თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება შემოდგომაზე იგეგმება, – ამის შესახებ EastFruit წერს. ამ საკითხზე მემორანდუმი ერთი თვის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაფორმდა. პროექტს განახორციელებს კორპორაცია ADP ქართულ პარტნიორთან, შპს Tbilisi Drama Port ერთად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული პორტისა და ლოგისტიკური საშუალებების განვითარებას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, […]

ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად, აფეთქება მოხდა რუსეთის ბელოგოროდის რეგიონში

გასულ ღამით სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებზე რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ბელოგოდორში მომხდარი აფეთქების შედეგად. უკრაინის საჰაერო ძალები 4 მაისს აცხადებდნენ, რომ ჩამოგდებულ იქნა რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონი – […]

33 წლის ასაკში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი გარდაიცვალა

33 წლის ასაკში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დარიუს მორისი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას TMZ Sports-ი ავრცელებს. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყოფილი გამთამაშებლის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ოჯახი კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებს. მორისი 2011 წელს, NBA-ის დრაფტზე, “ლეიკერსმა” მეორე რაუნდის 41-ე ნომრად აირჩია. დარიუსმა “ანგელოზების” რიგებში 2 წელი გაატარა, შემდეგ კი ძალები “ფილადელფია 76-ის”, “კლიპერსის”, […]

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა J.P. Morgan-ის ვიცე-პრეზიდენტს დანიელ ზელიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და J.P. Morgan-ს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო რეზერვების მართვის, ისე ადგილობრივი ბაზრების განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და […]