სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი. დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა.

საქართველო ეტაპობრივად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების განხორციელების გზაზე – ლაშა ხუციშვილი

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიას უხელმძღვანელა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ, ისაუბრა წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. „57-ე წლიური შეხვედრის თემაა „ხიდი მომავლისკენ” – ეს სახელწოდება რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიეთ. ესენია – საქართველოს როლი და […]

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან, მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს – აღნიშნული ფაქტი ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში სამი დღის წინ, 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.

რუსეთი აცხადებს, რომ კონტროლი დაამყარა დონეცკის რეგიონის ქალაქ ოჩერეტინეზე

რუსეთის ძალები აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქზე, რომლის დაცვაც მათ დაახლოებით ორი კვირის წინ გაარღვიეს – იმ ფონზე, როცა რუსეთის რაკეტებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთში მდებარე სხვა სოფელში. უკრაინას საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია რუსეთის მიერ 5 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე ქალაქ ოჩერეტინეს შესახებ. ცნობის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უკანდახევა უკრაინის ძალებისთვის, რომლებსაც […]

ფენომენალური – მესის 5 საგოლე პასი და გატანილი გოლი “ნიუ იორკ რედ ბულსის” წინააღმდეგ [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში მაიამის “ინტერმა” “ნიუ იორკ რედ ბულსს” უმასპინძლა და მეტოქე 6:2 დაამარცხა. “ფლორიდელთა” რიგებიდან ლიონელ მესიმ აღნიშნულ მატჩში 5 საგოლე პასი მიითვალა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. “ლა პულგამ” მიმდინარე სეზონში “მაიამის” მაისურით 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. მესის გუნდი სატურნირო ცხრილში 24 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

„დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია!” – პაატა ციკოლიას სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

„ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა: ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა […]

როთი: სალამი უკრაინასა და საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, ბედნიერი აღდგომა

ბედნიერი აღდგომა ყველა ჩემს მართლმადიდებელ ქრისტიან მეგობარს. განსაკუთრებულად თბილი სალამი უკრაინასა და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ ხალხს! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

უკრაინის დაზვერვა: ბერდიანსკში ლიკვიდირებულია კოლაბორაციონისტი

უკრაინის დაზვერვის სახელმწიფოს სამმართველოს ცნობით, ბერდიანსკში, აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია კოლაბორაციონისტი ევგენი ანანიევსკი. დაზვერვის ინფორმაციით, 5 მაისს, 9:40 საათზე აფეთქდა ანანიევსკის კუთვნილი მანქანა Ford Kuga. აფეთქების შედეგად მანქანის პატრონი ადგილზე დაიღუპა. დაზვერვის სამმართველოს ცნობით, მოკლული ბერდიანსკის N77 გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომელი იყო. ადგილობრივმა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გამოძიება დაიწყეს.

“მაიდანი-ს სცენარი ამჯერად საქართველოში”

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია, რომ დესტრუქციული ძალები მაიდანის სცენარით მოქმედებენ. მეგრელიშვილის თქმით, დესტრუქციული ძალები აპრობირებულ გეგმას მიჰყვებიან, მაგრამ ავიწყდებათ რომ აქ საქართველოა და ქართველი ხალხი და სახელისუფლებო გუნდი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ დაუშვებს. „მაიდანი-ს სცენარი ამჯერად საქართველოში! დესტრუქციული ძალები აპრობირებულ გეგმას მიჰყვებიან, მაგრამ ავიწყდებათ რომ აქ საქართველოა და ქართველი […]

“ჩვენ ჩვენი არჩევანი ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, 2008 წლის ომის გამო რომ უარი ვთქვით რუსეთში კარიერაზე” – რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე – Marao

მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოლო კონცერტი, რომელიც ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში უნდა გამართულიყო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ: „მოგეხსენებათ, 11 მაისს უნდა ჩატარებულიყო ჩვენი სოლო კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, მაგრამ, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გადავდოთ. ჩვენ ჩვენი არჩევანი ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ რუსეთის წინააღმდეგ, […]