რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდში დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 35 ადამიანი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ბორისოვის რაიონში უკრაინის მიერ მიკროავტობუსების დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, ვლადიმერ პერევერზევზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ავტომობილებით სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის თანამშრომლები გადაჰყავდა. მოგვიანებით, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განმარტა, რომ დრონებით თავდასხმა „გაზელის“ ტიპის ორ ავტომობილსა და ერთ მსუბუქ ავტომობილზე სოფელ ბერეზოვკას მიდამოში მოხდა.

“გავწვრთნი თუ არა ბაიერნს”? – ზიდანმა “რეკორდმაისტერის” ჩაბარებაზე ისაუბრა

ოთხშაბათს, 8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩში “რეალი” “ბაიერნს” უმასპინძლებს, “ბლანკოსის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღნიშნული შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვის ვუგულშემატკივრებ? რა თქმა უნდა, “რეალს”, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ “სამეფო კლუბი” გავა. გავწვრთნი თუ არა მომავალში “ბაიერნს”? არა, მხოლოდ მატჩის ყურებას ვაპირებ”, – განაცხადა ზიდანმა. შეგახსენებთ, […]

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა – დეტალები

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან – ედუარდ ვიშნიაკოვთან და […]

აფხაზავას თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილე პირი მის სახლში მივიდა

ტვ პირველის ინფორმაციით, მაშინ, როცა ლადო აფხაზავასთან გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, აფხაზავას ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან სახლში მივიდა. “მოძალადეები მოდიან ჩემთან სახლში და ითხოვენ, რომ მე დამიჭირონ. ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში, რატომ?!” – მიმართა სავარაუდო თავდამსხმელს აფზახავამ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს. ტაბულას ინფორმაციით, […]

ჯეფრისი: პუტინი საქართველოში შეიჭრა, მაგრამ არ გაჩერებულა, ის არც უკრაინაში გაჩერდება

“დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ პუტინმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს” – ამის შესახებ დემოკრატების ლიდერმა კონგრესში, ჰაკიმ ჯეფრისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა საქართველოს მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ რუსეთი არც საქართველოში გაჩერდა და არც უკრაინაში არ გაჩერდება. “შეგვიძლია გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით ან დავდგეთ რთული სიტუაციის წინაშე, სადაც […]

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. „6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდი ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, […]

ავდეევკის მიმართულებაზე დაიღუპა “შავი არწივის” მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა მისი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი. „ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში. რუსეთი უკრაინაში ომს […]

დღეს თბილისში ავტობუსები 9 დამატებით მარშრუტზე იმოძრავებენ

თბილისის მერიის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 6 მაისს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მარშრუტები დაიგეგმა შემდეგი მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; […]

თავდასხმა ლადო აფხაზავაზე – ნაცემია პედაგოგის შვილიც

თავდასხმა ლადო აფხაზავაზე – ირკვევა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი შემთხვევის დროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. ნაცემია ლევან აფხაზავაც. ლადო აფხავაზავა იხსენებს, რომ შვილის თავდამსხმელებისგან გარიდება სცადა, თუმცა ისინი ჯოხის ხელკეტები მისდევდნენ და აგინებდნენ. ის ფიქრობს, რომ მოძალადეები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან, რადგან დაპირისპირების დროს მას “ნაციონალად” მოიხსენიებდნენ. მანქანის ფანჯრები ჩამოწეული იყო და ამ ფანჯრებიდან გამოდიოდა […]

Anonymous ამბობს, რომ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშა

Anonymous ამბობს, რომ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშა. ამის შესახებ ისინი ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ. “განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები: ქართული ოცნების პარტია (41.ge); საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge); საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge); საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის,” – წერს Anonymous-ი.