“რც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი…” – ზურაბიშვილი ოკუპანტებზე

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ რამაზ ბეღელაურის გატაცებას ეხმაურება და ამბობს: “ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომცდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს […]
უკრაინულმა დრონმა ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც 6 მაისის ღამეს რუსების ჩქაროსნული კატერი განადგურდა და […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში “შავი არწივი” იბრძოდა. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ძალადობრივი მუხტი გაზარდოს – ისინი ფატალურ შედეგებს აანონსებენ

„ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც – ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა. სეფაშვილი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და […]
“სანქციები აუცილებლად იქნება, სახ. დეპი უკვე ემზადება” – იან კელი

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი, ტვ პირველთან, ამბობს: “ქართულ ოცნებას” მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა და ვიცით, რა არის ეს ფასი. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეუძლია სანქციების გამოყენება. ფინანსური სანქციები, საბანკო ანგარიშების გაყიდვა, ამერიკასა და ევროკავშირში შემოსვლის და მოგზაურობის აკრძალვა. თუ საბოლოოდ კანონს გაიტანენ, თუ ძალადობას გააგრძელებენ ე.წ ტიტუშკებისა და პოლიციის საშუალებით, თვალსაჩინოა, რომ […]
“მოძალადეები მოდიან ჩემთან, სახლში” – აფხაზავა სავარაუდო თავდამსხმელზე

ტვ პირველის ინფორმაციით, მაშინ, როცა ლადო აფხაზავასთან გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან სახლში მივიდა. “მოძალადეები მოდიან ჩემთან სახლში და ითხოვენ, რომ მე დამიჭირონ. ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში, რატომ?!” – მიმართა სავარაუდო თავდამსხმელს აფხაზავამ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და […]
სალომე ზურაბიშვილი – ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ

ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! – არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის […]
“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს

„ლელო“ გვერდში უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოძიებული იქნება დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. „პოლიტიკური შეხედულებების და […]
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან 4 თვეში $525,5 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) ინფორმაციით, წლის 4 თვეში ტრაპიზონიდან 408 მილიონ 859 ათასი, რიზედან 68 მილიონ 837 ათასი, ართვინიდან – 30 მლნ 57 ათასი და გუმუშჰანედან 17 მილიონ 747 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილი 258 მილიონ 101 ათას 314 დოლარით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა წყალი და სასმელები 66 მილიონ 915 […]
პოლიციამ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს თავს 5 მაისს დაესხნენ საკუთარ სახლთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დააკავა თუ არა პოლიციამ დამნაშავე, გვიპასუხეს, რომ “ჯერ არა”. ამასობაში ლადო აფხაზავას თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი […]