ივანიშვილის და კობახიძის განცხადებები ტყუილია – იან კელი

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს: ივანიშვილის თუ კობახიძის განცხადებებმა ყველაზე კარგად აჩვენა, რომ არანაირ კომპრომისზე არ აპირებს ხელისუფლება წასვლას და მათ აღარ აქვთ არანაირი ინტერესი ამერიკასთან თანამშრომლობის. მთელი ეს შეთქმულების თეორიები, რომლებსაც ქართული ოცნების ლიდერები ავრცელებენ, დიპლომატები არ ვიყენებთ ამ სიტყვას, მაგრამ ყველაფერი ტყუილია! თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები რევოლუციას აწყობდა მისი […]
“ბალოტელი ნამდვილად შეურაცხადი იყო, ერთხელ ვარჯიშზე “ფერარით” მოვიდა და…” – თანაგუნდელმა მარიოზე ისტორია გაიხსენა

“ალ ნასრის” შემტევმა ადელ ტაარაბტმა “მილანში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელის მარიო ბალოტელის შესახებაც ისაუბრა. “ერთხელ ვარჯიშზე “ფერარით” მოვიდა, იცით, მისი მანქანა ბაზაზე რა სიჩქარით შემოვიდა? – 200 კმ/სთ სიჩქარით, თან გვერდით როტვეილერის ჯიშის ძაღლი ეჯდა, რომელიც ცუდად გახდა. ექიმმა აუხსნა, რომ მანქანის ასე სწრაფად ტარება ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო, […]
“გავწვრთნი თუ არა “ბაიერნს”? – ზიდანმა “რეკორდმაისტერის” ჩაბარებაზე ისაუბრა

“ვის ვუგულშემატკივრებ? რა თქმა უნდა, “რეალს”. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ “სამეფო კლუბი” გავა. გავწვრთნი თუ არა მომავალში “ბაიერნს”? არა, მხოლოდ მატჩის ყურებას ვაპირებ”, – განაცხადა ზიდანმა. შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა “რეალის” მეორე გუნდში დაიწყო, ერთი სეზონის განმავლობაში ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი გახდა და “სამეფო კლუბს” 2021 წელს […]
რუსეთი ჩაატარებს წვრთნას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით

რუსეთი უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად“. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ წვრთნის ჩატარების განკარგულება გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ. გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნისთვის „სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებთან ერთად, ავიაციის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალების […]
რუსეთი შაქრის ექსპორტს კრძალავს

რუსეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღებულ იქნა ზომები შაქრის ექსპორტთან დაკავშირებით, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა ქვეყნის სურსათის ბაზარზე. შესაბამისად, განცხადებაში ნათქვამია, რომ შაქრის ექსპორტი აიკრძალა 2024 წლის 31 აგვისტომდე და გარკვეული რაოდენობის შეღავათები მიენიჭა ექსპორტს ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 6 მილიონი ტონა შაქარი მოიხმარება, წელს […]
აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევას 2025 წელს – თეთრი სახლი

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც 2025 წელს იქნება შესაძლებელი. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ახალი დახმარებით უკრაინა შეძლებს თავდაცვის შენარჩუნებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში. მომავალ წელს ომის შესაძლო სცენარზე საუბრისას კი სალივანმა განაცხადა, […]
ჰამასი: ისრაელის მიერ რაფას ევაკუირების დაწყება ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ჩაშლის

ჰამასის წარმომადგენლის თქმით, თუ ისრაელი ქალაქ რაფას ევაკუირებაზე მოწოდებებს დაიწყებს, ეს ჩაშლის ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების პროცესს. ამის შესახებ ჰამასის წარმომადგენელმა Walla news-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “ისრაელის გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს მოსახლეობის ევაკუირება შეაჩერებს მოლაპარაკებებს, რომელიც კარგად პროგრესირებდა და შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით” – თქვა ჰამასის წარმომადგენელმა. ისრაელი ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ქვედანაყოფი შავი არწივი ავრცელებს. ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლი ავდეევკას მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე – გამოცემა “Jacobin”-ის სტატია

ონლაინ ჟურნალი Jacobin-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. მასში საუბარია გამჭვირვალობის კანონზე და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მის ინიცირებას მოჰყვა. „დღეს საქართველოში 25 ათასზე მეტი „ენჯეოა“ რეგისტრირებული. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 90% დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს ადგილობრივი დაფინანსება საერთოდ არ აქვს. ალბათ თვითონ იმ იდეას, რომ ადგილობრივებს ფული სთხოვონ, აბსურდულად ჩათვლიან და […]
ოკუპანტებმა პირი ძმის საფლავიდან გაიტაცეს – “მეხუთედ გაიტაცეს, ერთ-ერთი გატაცების დროს აწამეს” –

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა. ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორია 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება. დაკავებულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცების შესახებ […]