Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს
Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ. “განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები: ქართული ოცნების პარტია (41.ge); საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge); საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge); საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის”, – წერს Anonymous-ი.
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა – დეტალები

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან – ედუარდ ვიშნიაკოვთან და […]
7 მაისის მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში წვიმა შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 მაისს ყაზახეთში გაიმართება

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 10 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა. ამასთან, სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთუუს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებების საკითხი. დღის წესრიგში ასევე მოიცავს მხარეთა ვალდებულებების […]
ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალური დირექტორი – თბილისს, ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელური დისკუსია – „ელექტრონული მობილობის მართვა აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სემინარზე აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში „მწვანე ტრანსპორტის“ ტენდენციებზე იმსჯელეს. მათ შორის, წარმოადგინეს ADB-ის ყოვლისმომცველი მიდგომა ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, ყველა ძირითადი სატრანსპორტო მიმართულებით. დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით […]
ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა – რიკარდ იოზვიაკი

ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა – რიკარდ იოზვიაკი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODHIR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ODHIR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება. „ეს ცოტათი ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის […]
“ცუდი “რასკლადია” ოცნებისთვის – თითო ჯენ ზ-ის უკან, ერთი გააფთრებული დედა, ორი გრძნეული ბებია, ერთი-ორი აგრესიული დეიდა ან მამიდა დგას” – თავდგირიძე

ოცნების ადგილზე ცოტა უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, თითო ჯენ ზ-ის უკან, ერთი გააფთრებული დედა, ორი გრძნეული ბებია, ერთი-ორი აგრესიული დეიდა ან მამიდა დგას მინიმუმ. დიდი სამობილიზაციო რესურსია, საჭირო მომენტში რიცხოვნობის ხუთჯერ მატების შესაძლებლობით. არაფერს ვამბობ ბრტყელტერფიან მამებზე, ბიძებზე და პაპებზე, მაგათვის ოცნება შორსაა თავისი სიკეთეებით და ზემოდ აღნიშნული პირველი კატეგორიის რეზერვის კონტიგენტი ცოლების, ცოლისდების და […]
“ოცნება” უკვე ღიად ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას – ნატალია საბანაძე

საქართველოს საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ყოველთვის პროდასავლური იყო. „ქართული ოცნება“ აგრძელებდა ამ გზას და გვპირდებოდა ევროკავშირის წევრობას. თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აშკარად ცვლილება მოხდა რუსეთისკენ. შეინარჩუნეს პროევროპული ფასადი, მაგრამ შეწყვიტეს ქმედებებით სვლა ევროპისკენ და ბოლო ქმედება, ფაქტობრივად, მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ღიად ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას.
ზურაბიშვილი ოკუპანტებზე: არც აღდგომა იციან, არც საფლავი და არც ოჯახი

ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრები და მტრის შორის, რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ! ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი […]
ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ. წვრთნების დროს დამუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხები. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება “დასავლეთის ოფიციალურ პირთა პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების” პასუხად გაიმართება. განცხადებაში […]