პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტს უკავშირდება. კერძოდ, საკითხი ეხება სკოლების და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადაყვანას სახაზინო მომსახურებაზე. „კანონპროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, პირველი […]

„ქართული ოცნება“ – ემანუელ მაკრონს განემარტა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს – ასევე განემარტა, რომ პოლიცია ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა

“ქართული ოცნება“ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტიის ცნობით, საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“. ამასთან, […]

აიათოლა ალი ხამენეი – ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება

ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. „ზოგიერთებს, რომელთაც წინააღმდეგობის მნიშვნელობა არ ესმით, წარმოუდგენიათ, რომ როდესაც წინააღმდეგობა სუსტდება, ირანიც სუსტდება, მაგრამ ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ირანის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ სირიის „დამპყრობლებს“ […]

გიორგი ვაშაძე – 14 დეკემბერს მნიშვნელოვანი დღეა, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ – საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ლეგიტიმაციასაც ეს კლოუნადა ვერ შეცვლის

14 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმური და უკანონო იქნება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის სახით საქართველოს ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, „რომლის ლეგიტიმაციასაც ვერ შეცვლის ეს კლოუნადა, რომელსაც 14-ში გამარტავენ“. „14 დეკემბერს ძალიან […]

დე ფაქტო ხელისუფლებაზე განგრძობითი წნეხით “ოცნებას” ვაიძულებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდეს – გახარია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ორი მთავარი მოთხოვნა დაასახელა და თქვა: ჩვენ არასდროს გვქონდა მიზნობრივი, ტარგეტირებული სანქციების იმედი ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან. გასგებია, რატომ. უნგრეთის პოზიციის გამო. ამიტომ ჩვენს გეგმაში ამას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი არ ჰქონია, მაგრამ იქნება ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები, რომელიც უფრო მძიმე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად განგრძობითი წნეხის […]

“მაკრონს განემარტა…” – 3 რაც, რაც ივანიშვილისგან მაკრონს განემარტა – “ქართული ოცნება”

მაკრონის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, “ოცნებამ” სატელეფონო საუბრის დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა – ივანიშვილის გუნდმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის […]

მოსამართლე ყოლბაიამ პროფესორი და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა 5-ვე მათგანს ჯგუფურ ძალადობას ედავება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს […]

10 ნოემბერს გზის გადაკეტვისთვის ბრალდებულებს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

დღეს, 11 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 11 ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად 10 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვისთვის. მათ შორის რვა ადამიანს დააკისრა მაქსიმალური, 500-ლარიანი ჯარიმა, ხოლო სამის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არანაირი რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი იმისა, რომ გზა გადავკეტე. როდესაც გზის კონკრეტული მონაკვეთი გადაიკეტა, მე საერთოდ სხვა მონაკვეთში ვიმყოფებოდი, სადაც ერთ-ერთ […]

NGO-ები: ხელისუფლება აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. მათი თქმით, ცხელ ხაზზე მუდმივად შედის შეტყობინებები, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს. NGO-ები აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა […]

ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს – არასამთავრობო ორგანიზაციები

ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს – მათ მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ. როგორც ისინი განმარტავენ, მათ მოქალაქეები ცხელ ხაზზე მუდმივად „ატყობინებენ, […]