აიათოლა ალი ხამენეი – ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება

ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.
„ზოგიერთებს, რომელთაც წინააღმდეგობის მნიშვნელობა არ ესმით, წარმოუდგენიათ, რომ როდესაც წინააღმდეგობა სუსტდება, ირანიც სუსტდება, მაგრამ ირანი ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ სირიის „დამპყრობლებს“ სხვადასხვა მიზნები აქვთ.
„მათი მიზნები განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს ჩრდილოეთ და სამხრეთ სირიის მიწების ხელში ჩაგდება სურს. ამერიკა რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს