მბაპე და მიქაუტაძე საფრანგეთიდან, მათი შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში და ფორვარდები, რომელთაც გრანდები დააკვირდებიან…

Sportall.ge აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე საუბარს. საფრანგეთის “ლიგა 1” ტოპჩემპიონატია. აქ მომავალი პირველობის მაინც ყველაზე სახიფათო კაცი, კილიან მბაპე თამაშობს (სანამ “რეალში” გვიხილავს). ფრანგული ლიგის აუტსაიდერი გუნდიდან ბომბარდირთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა. ეს იმ ფონზე, როცა ქართველი “აიაქსში” იყო და 12 გოლი მხოლოდ 18 შეხვედრაში აქვს. “ლიგა 1”-ის რჩეული გოლეადორებიდან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 23 წლის ნიდერლანდელ ტაის […]
თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე ხე წაიქცა, დაზიანდა ერთი ავტომობილი

უამინდობის შედეგად, თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე ხე წაიქცა. როგორც დიდუბის გამგეობაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი ავტომობილი და განათების ბოძი. მათივე ცნობით, ხე ფესვებიანად არის მოგლეჯილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება

“საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება” – ამ სათაურით გამოცემა Financial Times ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. “ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, კავკასიელი ერი რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს… ოლიგარქი, რომლის ქონებაც მისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მესამედის ექვივალენტურია, ძალაუფლებას დიდწილად, კულისებს მიღმა ფლობდა. თუმცა გასულ კვირას, ის მთიდან ჩამოვიდა, რათა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვით გამოსულიყო, […]
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშესთან, შალვა ჯაბახიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული […]
თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სროლა თბილისის ცენტრში – რა მოხდა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე? –

“მთავარი არხის” ცნობით, სროლა იყო თბილისის ცენტრში. ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიცია იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით მეზობლებს შორის კონფლიქტს გასროლა 4-მდე გასროლა მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. დაჭრილი არავინაა. არსებული ინფორმაციით, პოლიციას არავინ დაუკავებია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი […]
დღეს საქართველოში ძლიერი წვიმა და ნალექია მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ვალუტის კურსი – რა ღირს დოლარი და ევრო

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ღირს, ევრო – 2.8777 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3636 ლარი. ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ღირდა, ევრო – 2.8684 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3534 ლარი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზის მხარეს, კონტროლი დააწესეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დღეს დილით ღაზის მხრიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს ერთმანეთთან აკავშირებს, ამჟამად მოწყვეტილია აღმოსავლეთ რაფაჰში მდებარე სალაჰ ა-დინის გზიდან, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა წუხელ განხორციელებული შეტევის დროს დაიკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციაში დაახლოებით 20 შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განხორციელდა […]
თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების დაკიდება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების განთავსება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. მომსახურება 2024-2025 წლების თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 60 % წელს 40 % კი მომავალ წელს. როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვის ობიექტია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშების (მათ შორის […]