გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“ეს სირცხვილია” – რა თქვა კალცონამ “უდინეზესთან” მატჩის შემდეგ?

გუშინ, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, “უდინეზემ” “ნაპოლის” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “პირველ ტაიმში ბურთით თამაში გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით და მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანას ვახერხებდით. სირცხვილია, უკვე სამი მატჩია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. წელს ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. ჩვენს შემტევებს მეკარესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში […]

ო’ბრაიენი : საკითხავია საქართველოს მთავრობა ცდილობს სხვა ხალხის ხელისუფალი იყოს, თუ აპირებს თავისი ხალხის სურვილებს მიჰყვეს

ევროკავშირისკენ სვლა შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება, – ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი. ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან ანი ჩხიკვაძესთან ინტერვიუში აფასებს.

კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს, 7 მაისს მოსკოვის კრემლში გაიმართება ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს. ცერემონია მოსკოვის დროით 12:00 საათზე დაიწყება და რუსეთის ყველა ტელეარხით გადაიცემა. რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ […]

მილერი: საქართველოში წარდგენილი კანონი მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რაც აშშ-შია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთუ მილერის განცხადებით, საქართველოში წარდგენილი კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც შეერთებულ შტატებშია. “განსხვავება კანონების არსშია, როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ასრულებს ჰუმანიტარულ სამუშაოს […]

თურქეთი “ჰამასთან” შუამავლობას ცდილობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ისრაელ-ღაზის კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას გეგმავს და ამ მიმართულებით საკუთარ ძალისხმევას მაქსიმალურად აძლიერებს. აპრილში მან “ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს უმასპინძლა, რითიც შინ საკუთარი ოპონენტების გულის მოგებასაც შეეცადა.

ძლიერი წვიმა და მაღალ მთაში თოვლჭყაპი – როგორი ამინდი იქნება 7 მაისს საქართველოში

7 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +6 +17გრადუსი იქნება. ღამით ყინვა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში მაღალმთიანეთში. ტემპერატურა -1 +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, ტემპერატურა +7 +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც, ტემპერატურა +10 +17 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების […]

„ჰეზბოლას“ მხრიდან დრონით თავდასხმის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, მეტულას მახლობლად განთავსებულ ისრაელის არმიის პოზიციაზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, მცდელობის მიუხედავად ასაფეთქებელი დრონის შეჩერება ვერ შეძლო. დაღუპულები 31 წლის სამხედრო მოსამსახურეები არიან და ორივე 551-ე ბრიგადის 6551-ე ბატალიონში მსახურობდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა […]

“თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ამას ვუპასუხებთ” – Anonymous კობახიძეს მიმართავს

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს, დაჯგუფება სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს. “ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს, რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ! თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს სამართალდამცავების გამოყენებით […]

კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის – მეთიუ მილერი

კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის – მეთიუ მილერი ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან […]