„ხან ტანსაცმელს ვპოულობთ, ხან მანქანის ნაწილებს…“ – ახალი დეტალები სვანეთიდან, სადაც 2 მოსწავლის ძებნაში დრონებიც ჩაერთო

სვანეთის ტრაგედიის ერთი მსხვერპლი ნაპოვნია – მაშველებმა, უწყვეტი ძებნის მეოთხე დღეს, 16 წლის ეკა ვიბლიანის ცხედარი მდინარე ენგურის შესართავთან იპოვეს. მე-12 კლასის მოსწავლე ბიძამ ამოიცნო. სპეცაღჭურვილობითა და მძიმე ტექნიკის დახმარებით, მაშველები ახლა ავტომობილში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას ეძებენ. არეალი გაფართოვდა, თუმცა მაშველებს, რთულ გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ახლა ამინდიც უშლით ხელს. ამის მიუხედავად, ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მდინარე […]

რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების […]

კარა-მურზას პატიმრობაში გამოქვეყნებული სტატიებისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა

რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25-წლიან პატიმრობას იხდის, პულიცერი პრემია მიენიჭა. 2024 წელს გამოცემა The Washington Post-მა რუსი ოპოზიციონერის მიერ დაწერილი 3 სტატია გამოაქვეყნა. კარა-მურზა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ წერდა და დასავლეთს ვლადიმირ პუტინის ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებდა. 2023 წლის ივლისში პოლიტიკოსს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი მისი საჯარო გამოსვლები გახდა. […]

Anonymous კობახიძეს: თუ განაგრძობთ მომიტინგეებზე თავდასხმებს, უფრო ფართო კიბერშეტევებით გიპასუხებთ

ამ პერიოდის მანძილზე, Anonymous-მა კიბერშეტევები განახორციელა საქართველოს ხელისუფლების 30-ზე მეტ ვებსაიტზე, მათგან უმეტესობა ახლა გათიშულია. ეს არის პასუხი პოლიციის მიერ თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამასთან ერთად, მიზანში ამოვიღეთ მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომლებსაც პროპაგანდის გავრცელებისთვის იყენებენ. ასევე, კრემლის მარიონეტმა მთავრობამ საქართველოში რუსული “უცხო აგენტების” კანონი შემოიღო, რომლის მიზანიც დისიდენტი და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება […]

შოლცი უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას უნდა მოხმარდეს. შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ აქამდე წამოყენებულ შეთავაზებას, რომ კიევის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გაყინული რუსული აქტივები გამოეყენებინათ. “მნიშვნელოვანია ასევე შევთანხმდეთ, რომ ამ ფულის გამოყენება შესაძლებელი იქნება შეიარაღების შესასყიდად არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში.” – თქვა ჟურნალისტებთან ოლაფ შოლცმა რიგაში, […]

ევაკუაციის მოთხოვნის შემდეგ ისრაელმა რაფაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

7 მაისის დილას რაფას ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 6 მაისს ისრაელმა რაფას ერთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა, რადგან იქ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავენ. ისრაელის არმიის რაფას ტერიტორიაზე ყოფნა ისრაელის არმიის რადიომ და ეგვიპტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია, რაფაში გადასასვლელი გზა ისრაელის ტანკებით ჩაიკეტა და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც შეჩერდა. 6 მაისს […]

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. […]

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნება

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალი რეკონსტრუქციის შემდეგ ორ კვირაში გაიხსნება, გახსნის ზუსტი თარიღი აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა დაასახელა. როვშან რუსტამოვის თქმით, BTK-ის გახსნა 20 მაისს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ BTK მაგისტრალი 2017 წელს ამოქმედდა. მის შესაქმნელად საჭირო იყო თურქეთის ქალაქ ყარსის საქართველოს ქალაქ ახალქალაქთან ახალი რკინიგზით დაკავშირება, ასევე უკვე არსებული ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის […]

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია, დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და კიდევ, რაც უნდათ – ხაბეიშვილი

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, […]

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე

დღეს, 7 მაისს დილით, ისრაელის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ გამოცემა The Times of Israel და ტელეკომპანია CNN-ი. ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე ეს პუნქტი ღაზიდან ეგვიპტისკენ მიმავალი ერთადერთი გზა და მშვიდობიანი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ […]