თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე ხე წაიქცა, დაზიანდა ერთი ავტომობილი

უამინდობის შედეგად, თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე ხე წაიქცა. როგორც დიდუბის გამგეობაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი ავტომობილი და განათების ბოძი.
მათივე ცნობით, ხე ფესვებიანად არის მოგლეჯილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება