შერმადინი “ქარშიაქასთან” ბრძოლაში მოგებული მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი თურქულ “ქარშიაქასთან” მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. C ჯგუფის მორიგი ტურის მატჩი ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს და კერკეტი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 85:82 დაამარცხეს. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 […]
მალიბუში ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

1500-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის სამხრეთ კალიფორნიის სწრაფად მოძრავი ხანძრის გასაკონტროლებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალაქ მალიბუს და ათასობით მოსახლის ევაკუაციას აიძულებს. “ხანძრის შედეგად დამწვარია 3049 ჰექტარი, ამასთან, სულ მცირე შვიდი სტრუქტურა განადგურდა და რვა დაზიანდა.”- განაცხადა მალიბუს ქალაქის მთავრობამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. ის ორშაბათიდან სწრაფად გავრცელდა, რასაც […]
ზახაროვა: მოსკოვი უკრაინის თაობაზე დათმობას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოსკოვი არაა მზად უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წავიდეს. და რომ კონფლიქტის დასასრულებლად ის პირობები უნდა შესრულდეს, რაც ვლადიმირ პუტინმა დაასახელა. საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ეს განცხადება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებასთან დაკავშირებით გააკეთა. ტრამპმა კვირას ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა და მოლაპარაკებები მოითხოვა იმისათვის, რომ “ეს სიგიჟე” დასრულდეს. […]
დიმიტრი პესკოვი – ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უნგრული მხარის ინიციატივით გაიმართა. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანს ვლადიმერ პუტინისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან შეტყობინება არ გადაუცია. „როგორც იცით, […]
დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო – ნატო გელაშვილი მიმდინარე მოვლენებზე
“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო.. ვისაც სასახლის (კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია” – ასე ეხმიანება მომღერალი და […]
მნიშვნელოვანია, არ ვაღიაროთ “ოცნების” მთავრობა – შვედმა დეპუტატმა ივანიშვილის გუნდს სანქციები დაუანონსა

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა საქართველოში მწვავე გზავნილები ჩამოიტანა – როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა “პირველებთან” განაცხადა, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. გუსტავ გეტბერგის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების შავ სიაში შეყვანაზე მეტად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების არ აღიარებაა პრიორიტეტული. ჩვენ სანქციებზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ახლა სანქციების […]
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ის X-ზე ავრცელებს. “გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველების მიმართ, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს ის. On my way to Tbilisi with @Europarl_EN colleagues to show solidarity […]
ესპანეთში Glovo-ს კურიერები შრომით კონტრაქტს გააფორმებენ

“გლოვოს” კურიერები ესპანეთში ოფიციალური, შტატში ჩასმული თანამშრომლები გახდებიან, ახალი კანონპროექტის მიზანი კურიერების შრომითი უფლებებს უზრუნველყოფაა. აღნიშნული ცვლილება კი კომპანიის ბიზნესმოდელს სრულად ცვლის. ინფორმაცია „გლოვოს“ მმართველმა ჯგუფმა, გერმანულმა კომპანია Delivery Hero-მ დაადასტურა, რომელიც საკურიერო სერვისის საკონტროლო წილს ფლობს. ახალი მოდელის მიხედვით, Glovo-ს კურიერები შტატგარეშე თანამშრომლები აღარ იქნებიან და ისინი შრომით ხელშეკრულებას გააფორმებენ. Delivery Hero განმარტავს, რომ […]
პარლამენტმა, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტს უკავშირდება. საკითხი ეხება სკოლების და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადაყვანას სახაზინო მომსახურებაზე. კანონპროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, […]
ოკუპირებულ აფხაზეთში შუქი გაითიშა ენგურჰესის იძულებითი გაჩერების გამო

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, – ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ენგურჰესის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგურის, გათიშვა. კომპანია “ჩერნომორენერგოს” განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. მოგვიანებით “ჩერნომორენერგომ” გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ – […]