შალვა პაპუაშვილი – შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის […]

პაპუაშვილი: ვიწყებთ ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია შანტაჟში ჩართულ პირებზე

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული […]

პაპუაშვილი: უცხო გავლენის კანონი წვლილს შეიტანს გრძელვადიან მშვიდობასა და დეპოლარიზაციაში

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფასი და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. ამბობს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე. უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ.

I კვარტალში „თელასმა“ თითქმის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა

2024 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. კომპანიის ცნობით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,6%-ით (26,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა […]

ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის ქერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობისთვის მისაწოდებლად ღაზის სექტორის სამხრეთში ქერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა. გამშვები პუნქტი 5 მაისს დაიკეტა ჰამასის თავდასხმების გამო, რომელსაც ოთხი ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ქერემმ შალომის გამშვებ პუნქტში ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ისრაელის შემოწმებას გაივლის. 7 მაისს თეთრმა სახლმა დაადასტურა ისრაელის პირობა, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს მალევე გახსნიდა. 5 მაისის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა […]

“ნაპოლი” და კიმი წლის იმედგაცრუებაა – რა ვნახეთ ევროპირველობისწინა სეზონში…

საკლუბო ფეხბურთი დასასრულისკენ მიდის და ევროპის ჩემპიონატის მომლოდინეებს ეს საერთოდ არ გვწყინს. საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ჯერ იქნებ ადრეა, თუმცა უკვე ხსენებული მიზეზით, ივნისში ამისთვის ვერ “მოვიცლით.” გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომლითაც 2023-24 წლების სეზონი აუცილებლად დაგვამახსოვრდება… რა თქმა უნდა, ის, რაც 33 წლის შემდეგ მოხდა, იოლად განმეორებადი ვერ იქნება და იტალიის მოქმედი ჩემპიონებისან ისევ განსაკუთრებულ […]

თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“ ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – სუს-ის განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, საუბედუროდ, სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება და მისი განცხადება სინამდვილეში, პარტიული დანამატის შინაარსის მქონეა. როგორც […]

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკამ ხმების 40,08% დააგროვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომელიც მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, 19,93% მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის […]

თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; […]

მერია – გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში გორის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და მერიის კონტრაქტორი კომპანია ჩაერთო. „ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ბოლო რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე […]