ოცნება “მუქარასა და შანტაჟში ჩართული ადამიანების” ბაზას შექმნის

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება ქმნის იმ ადამიანების საჯარო ბაზას, რომელშიც, მისივე თქმით, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან “ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.” ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტზე “ძალადობრივ შტურმს” ახორციელებდნენ და სამართალდამცავებს თავს ესხმოდნენ. გარდა […]

„შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული“ – შალვა პაპუაშვილი

„შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული“ – შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში“ – შალვა პაპუაშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში“ – შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარტიის მთავარ ოფისში ბრიფინგი გამართა. ,,2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა. ამასთან, […]

300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადამზადდა

300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადამზადდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შიდა ქართლის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების […]

სუსი „ხელისუფლების დამხობის“ ძველ სცენარზე კიდევ ერთხელ იუწყება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ იუწყება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის სცენარზე. „კანვასის“ მონაწილეობით მსგავს სცენარზე შარშან სუსმა გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი შედეგები ამ დრომდე უცნობია. სუსის ინფორმაციით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და […]

სუსი ისევ „მაიდანის სცენარსა” და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ლაპარაკობს

საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი) განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. ისევე, როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდანის სცენარზე” და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე. დღეს, 8 მაისს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც […]

13-15 მაისს მიხაელ როთი თბილისს ეწვევა

,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად ჩამოვლენ პატივცემული კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან შეხვედრას”,- წერს როთი.

თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), […]

კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ. შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 30 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ,,ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში შევიდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა. ავტომობილში მყოფთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

აშშ-ის საელჩო – არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს. „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.