როისი სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარკო როისი სავარაუდოდ, კარიერას MLS-ში განაგრძობს. როგორც უკვე რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, 12 წლის შემდეგ გერმანელი მის ამჟამინდელ კლუბ “დორტმუნდს” დაემშვიდობება. 34 წლის შემტევ აშშ-ის ერთ-ერთ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მისი ვინაობა არ კონკრეტდება. როისმა “დორტმუნდის” რიგებში ყველა ტურნირზე 424 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 168 გოლი გაიტანა და […]
აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი ქმედებები შემაშფოთებელია – ეროვნული პლატფორმა

საქართველოს სამოქალაქო პლატფორმის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედია წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებები შემაშფოთებელია და მოითხოვს რეაგირებას. “საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედია წარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და […]
რეპრესიების დაწყების მცდელობა – ოპოზიცია “ქართული ოცნების” მონაცემთა ბაზას აფასებს

რეპრესიების დაწყების მცდელობად აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გეგმას, შექმნას “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა”. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წარმომადგენელი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა ‘კაგებეს’ მეთოდი. წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა”. რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ “ყოველგვარი საზღვრები გადალახა”, რაც ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს. […]
ევროკავშირი რუსეთს ევროპაში პარტიებისა და მედიის დაფინანსებას აუკრძალავს

ევროკავშირი გეგმავს აეკრძალოს რუსეთს ევროპაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება. ამის შესახებ EUobserver-ი წერს. ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია სანქციების მე-14 პაკეტში, რომელიც გამოცემამ ნახა. პაკეტის მიღება 2024 წლის ივლისისთვის იგეგმება. რუსეთიდან დაფინანსების აკრძალვა დაიცავს ევროკავშირს „ბოროტი ჩარევისგან“, ნათქვამია დოკუმენტში. ქვეყნებს შეეძლებათ გამონაკლისების დაშვება, მაგრამ მათ შესახებ ევროკომისიას უნდა აცნობონ. EUobserver-ის მიერ მოყვანილი – აშშ-ის […]
გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს – არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს

შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს. ახლა რა გზასაც ადგახარ, საფლავში მიმავალი გზაა და ამ თქვენი მუქარების არავის ეშინია, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შიდა ჩამოშლის წინა პერიოდშია. „ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მათ სისუსტესა და […]
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის

ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის, – ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს. „ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების […]
“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა” – ზელენსკის განცხადება

“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა. ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს.” – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილი გახდს გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური […]
ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის მთავარი პროპაგანდისტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის მთავარი პროპაგანდისტი, კიმ კი ნამი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60 წლის განმავლობაში კიმი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის შესახებ სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივების შექმნას. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პერსონალურად ხელმძღვანელობს მაღალჩინოსნის დაკრძალვის კომიტეტს. კიმ კი ნამი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გამოცემის, Rodong Sinmun-ის მთავარი რედაქტორი იყო 1970-იან წლებში, ხოლო […]
შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა რვა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირველად შეამცირა

შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა (Riksbank) რვა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირველად შეამცირა. გადაწყვეტილების მოტივი მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ სუსტი ეკონომიკის არსებობა გახდა. ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროცენტო განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 3,75 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ პირველად შეამცირა. განცხადებაში ნათქვამია რომ, „როდესაც ეკონომიკური აქტივობა სუსტია და […]
ელისაშვილი: ჩემზე ძალადობიდან 20 დღეზე მეტი გავიდა, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ

17 აპრილს ღამით მთავრობის კანცელარიასთან ჩემს წინააღმდეგ იძალადა დაახლოებით ხუთმა პოლიციელმა, ეს ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. სახეზე ჩანს ისინი, თითოეული მათგანი და დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად, დასჯა იყო ძალიან მარტივი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ვიყავით მე და ჩემი ადვოკატი, ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღე გავიდა და რა მოხდა?! – არც არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის ბრალი […]