ირაკლი ზარქუა – ბატონო მილერ, შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ – იმედი მაქვს, დააკორექტირებთ თქვენს განცხადებას, ან ბოდიშს მოიხდით სიცრუისთვის, რაღაც გააკეთეთ, არასწორი ხართ

ბატონი მილერი ან შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს – მე მოვუწოდებდი მას, რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს კანონებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ მეთიუ მილერი ან დააკორექტირებს თავისივე […]
ადვოკატი – მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, ალეკო ელისაშვილზე ძალადობის ფაქტი გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ პოლიციელების იდენტიფიცირებას

ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე არ არიან დაკითხული ის პოლიციელები, რომლებმაც დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე იძალადეს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მე-20 დღეა, რაც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მათი მხრიდან არ გატარებულა. „არაა დაკითხული არც ერთი პოლიციელი, არც ერთი […]
მშობლების მარში – არა რუსულ კანონს

შაბათს, 11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მარშს შეუერთდებიან.
შესაძლოა, საქართველოს OGP-ის წევრობა შეუწყდეს

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 2011 წლის 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური […]
შაბათს მშობლები წერეთელზე შეიკრიბებიან, საიდანაც ევროპის მარშს შეუერთდებიან

შაბათს, 11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მარშს შეუერთდებიან. “ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება. შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს! ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ! #არარუსულკანონს ! #კიევროპას ! 19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით […]
ირაკლი ზარქუა – უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის – mona.ge-ზე განსხვავებული აზრის მქონეების აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების” და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ

უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის – mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული “ჩახდილების” და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან […]
ალეკო ელისაშვილი – წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ბოდვებს ხმამაღლა ამბობს, რომ „ჩვენ, ახლა, ყველას აღგწერთ“

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ბიძამისი რომ ძაღლებს შეაჭამა, ალბათ, იქამდე მივლენ, რომ ცოფიანი ძაღლები გაწვრთნან და მოგვიქსიონ, თითქმის, არაფერი უკლიათ იქამდე, – ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ლიდერი ალეკო ელისაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ. დეპუტატი მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას „ბოდვას“ უწოდებს. „ეს არის ბოდვა. წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და […]
“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი” – პაპუაშვილის განცხადება

“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი” – პაპუაშვილის განცხადება “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“ ამბობს შალვა პაპუაშვილი. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა […]
ვან დეიკი რჩება – ნიდერლანდელი მომდევნო სეზონშიც “ლივერპულში” ითამაშებს

“ლივერპულის” მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც “მერსისაიდული” კლუბის მაისურით იასპარეზებს. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, კლოპის წასვლის შემდეგ გარდამავალი პერიოდი იქნება, მაგრამ მის ამჟამინდელ კლუბში ყოფნით ბედნიერია და მომავალ სეზონშიც “ენფილდზე” იქნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალი დამრიგებელი მომდევნო სეზონში არნე სლოტი იქნება, რომელიც ამჟამად “ფეიენოორდს” ავარჯიშებს. · შინი.GE · მარაო
„საპენსიო სააგენტო თუ ბანკს დაემსგავსა, უნდა დარეგულირდეს სებ-ის მიერ“ – ლევან სურგულაძე

„საპენსიო სააგენტო თუ ბანკს დაემსგავსა, უნდა დარეგულირდეს სებ-ის მიერ“ – ლევან სურგულაძე „გაცილებით ეფექტური იქნება მმართველობითი სისტემა ისე, როგორც არის შემოთავაზებული“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას. სურგულაძე დადებითად აფასებს კანონპროექტის ნაწილს, სადაც საუბარია საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებაზე და მათ ნაცვლად „მმართველობითი საბჭოს“ შექმნაზე. […]