„ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ – ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმაზე

„ეს რეფორმა არ არის, წარმოუდგენელი სითავხედეა – ხელისუფლების სითავხედეს არ აქვს საზღვარი“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც ცომაია აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ფაქტობრივად, საპენსიო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკს ქმნიან, სადაც საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა. „ფაქტობრივად, თუ მის შინაარსობრივ მხარეს ავიღებთ, საპენსიო […]
შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ როდესაც “ძალადობრივი ქმედების აღკვეთას” დაიწყებენ, მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. შსს-ში ბრიფინგი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა. კუპატაძის მტკიცებით, აქციის დაშლის დროს “საერთაშორისო სტანდარტების” შესაბამისად მოქმედებს. ბრიფინგის პარალელურად კი ევროპის ქვეყნებში აქციების დაშლის კადრები გაუშვეს. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე აქციები არაერთხელ გასცდა […]
თემურ კუპატაძე – ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული. აღნიშნულის შესახებ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს რუმინელმა კოლეგამ, ანგელ ტილვარმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუმინეთის თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრულ თანამშრომლობაზე, […]
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული განკარგულებების მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ჟელეზნიაკმა აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობისა და […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. […]
ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე რვა ქვეყნის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა, – ამის შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა მისალოცი გზავნილები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გაუგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომო დიდგორის, ბიძინა ბარათაშვილის, ზემოუბნის, წყაროსთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
კობიაშვილი: ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდება – სულ ვცდილობ მათ დაცვას გარე ზეგავლენისგან

რუსული კანონის ორგზის მხარდამჭერი დეპუტატი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვრცელ პოსტს წერს Facebook-ზე და ირწმუნება, რომ ფეხბურთელებზე ზეწოლა და შეურაცხყოფა ხორციელდება. კობიაშვილის აზრითვე, ფეხბურთელების შეურაცხყოფა “ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა”. დეპუტატი ფეხბურთელების პატივისცემისკენ მოუწოდებს ყველას და ამბობს, რომ “როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა” იცის, რომ ფიზიკურთან ერთად, მეტალური მზაობაც მნიშვნელოვანია. “წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა […]
შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთისას გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქციის დარბევის დროს “გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები”. “ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაამეტეს და ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება მანიფესტაციის დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების […]