გია ვოლსკი – ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი

ვინც აგრესიას მიმართავს, ის უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ადამიანები, ვინც საზოგადოების წინაშე მორალურ დანაშაულს ჩადიან, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი. “როდესაც პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტი უკვე გადადის ისეთ დაპირისპირებაში, როდესაც შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო, ან ხელით […]

შსს-ს ბრიფინგზე სხვა ქვეყნებში აქციების დარბევის ვიდეო გაუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ “სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი” ვიდეოკადრები გაუშვა. “[…] გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა. განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში […]

რუსეთმა უარყო უკრაინის ბრალდება, რომ ის ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 მაისს უარი თქვა კომენტარზე უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელთა მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აღკვეთილ იქნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა, რომლის უკან ფსბ იდგა. Reuters-ს მოჰყავს კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინის ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გამოაცხადა, რომ ჩაშალა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის […]

შსს აცხადებს, რომ თბილისში აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მან დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც. „სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად – თანმიმდევრულად […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

14 მაისს კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ

14 მაისს, 14:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ. ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობა მწერალთა სახლიდან დაიწყება. “თუ გაღელვებს რუსული კანონი და სხვა კანონები, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას დაუხშობს – შემოგვიერთდი. ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან. მარში ყველა მოქალაქისათვის ღიაა. კომფორტულად ჩაიცვით, ქალაქში ბევრს ვივლით”. – […]

საჯარო სამსახურების უფროსები უარყოფენ, რომ თანამშრომლებს კალაძის პოსტის მოწონება დაავალეს

სოციალური ქსელებით ვრცელდება ამონარიდები მიმოწერებიდან, სადაც სავარაუდოდ საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები თანამშრომლებს მოუწოდებენ და სთხოვენ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ფეისბუკ-პოსტების მოწონებას და გაზიარებას. საუბარია კახა კალაძის პოსტის შესახებ, სადაც ქალაქის მერი იმეორებს უწყვეტი ანტირუსული პროტესტის ძირითად მოწოდებას, “არა რუსულ კანონს, კი – ევროპას” და იქვე აყოლებს, რომ “კი – გამჭვირვალობას”. ტელეკომპანია პირველმა რამდენიმე მათგანს მიაკითხა და ამ […]

შსს აქციებზე „მკაცრი ზომებით“ იმუქრება და მაგალითად აშშ-ევროპა მოჰყავს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე აშშ-ში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება“, — ასე დაიწყო შსს-ში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ. დღეს, 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც კუპატაძეს მედიის კითხვებისთვის არ […]

,, ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან, რომლებიც გემის ვირთხებზე უარეს მდგომარეობაში არიან“ – მაია ნადირაძე

ყოფილი პოლიტოკოსი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ბევრი ვიფიქრე, როგორც ერთ დროს პოლიტიკოსმა და ფსიქოლოგმა, რომ რამენაირი ახსნა მომეძებნა ამ შლეგიანების საქციელისთვის. – არ შეიძლება, რომ ერთი შიზოიდის შიშით ისეთ დანაშაულზე, როგორც სამშობლოს ღალატია, ასე წახვიდე. – კოლექტიური ღალატი ვის უკვირს, მაგრამ ასე ზომბებივით იდენტური ქცევა-ჰაბიტუსით, როგორც ქოცვირთხები იქცევიან, არ ხდება. – არ შეიძლება, რომ […]

„ვგმობთ ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედია წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს“ – საქართველოს ეროვნული პლატფორმა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს – მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად და ყოველმხრივ გამოიძიონ ძალადობის თითოეული ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. „საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ […]